Thumbnail

ასე გახდა ლევანდოვსკი ბუნდესლიგის ბოლო დეკადის ტოპ-გოლეადორი

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • რობერტ ლევანდოვსკის პროგრესი ბუნდესლიგაში დებიუტიდან დღემდე
  • 202 გოლი 290 მატჩში დორტმუნდის და ბაიერნის ფორმით

ბუნდესლიგაში არცერთ სხვა თავდამსხმელს არ აქვს ბოლო 10 წელიწადში იმდენი გოლი, რამდენიც რობერტ ლევანდოვსკის!

პოლონელმა გოლეადორმა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრფორვარდია, გერმანიის ჩემპიონატში დებიუტის შემდეგ, დორტმუნდის ბორუსიასა და მიუნხენის ბაიერნის ფორმით გაიტანა იმაზე მეტი, ვიდრე ბუნდესლიგის ნებისმიერმა სხვა თავდამსხმელმა ამ პერიოდში.

30 წლის ლევანდოვსკის ანგარიშზე ბუნდესლიგაში 290 მატჩში 202 გოლია!

ლევანდოვსკი 4-ჯერ გახდა ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირი და უკვე უბერებელ კლაუდიო პისაროზე (197) მეტი გოლი აქვს. ამ წლების მანძილზე მან ისეთი ბომბარდირები ჩამოიტოვა, როგორებიც მიროსლავ კლოზე და მარიო გომესი არიან. პოლონელის შესანიშნავ პროგრესს ჩვენი გერმანელი კოლეგების მიერ მომზადებულ Bar-Chart-Race-ში ნახავთ.

კომენტარები

ბოლო ამბები