Thumbnail

ტრანსფერები | გარეტ ბეილი ჩინეთში? აქ უელსელს ორჯერ მეტს სთავაზობენ

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • რეალის გარემარბმა ჩინეთიდან მომხიბვლელი წინადადება მიიღო
  • 29 წლის უელსელს აზიელები ორჯერ მაღალ ხელფასს სთავაზობენ

მადრიდის რეალის გარემარბმა გარეტ ბეილმა ერთ-ერთი ჩინური კლუბისგან ძალიან მომხიბვლელი წინადადება მიიღო. როგორც El Chiringuito იუწება, ჩინური სუპერლიგის ერთ-ერთი კლუბი, რომლის სახელწოდებაც არ სახელდება, მზადაა უელსელ ფეხბურთელს კვირაში 1,3 მილიონი ევრო გადაუხადოს. 

აღნიშნული თანხა თითქმის ორჯერ მეტია იმაზე, რასაც ბეილი ამჟამად მადრიდულ კლუბში იღებს.

ბეილს მადრიდულ კლუბთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, თუმცა საიდუმლო არავისთვისაა, რომ რეალი მისი გასხვისების წინააღმდეგი არაა. 

იუწყებიან, რომ ჩინელებს 29 წლის უელსელი ფეხბურთელის გადაბირება უფასოდ სურთ და ამის მიზეზი ის დიდი გადასახადია, რაც ამ ქვეყნის ლიგაში ლეგიონერის მიწვევისთვის კლუბებს ეკისრებათ. მაგრამ, რა თქმა უნდა, რეალი ფეხბურთელის უფასოდ გაშვებას არ თანხმდება. 

გასულ სეზონში გარეტ ბეილმა ესპანეთის ჩემიონატის 29 მატჩში ითამაშა (21 სასტარტოში), გაიტანა 8 გოლი და მიითვალა 3 საგოლე პასი.

უელსელმა კარიერა საუთჰემპტონში დაიწყო, რის შემდეგაც ტოტენჰემში ითამაშა (2007-13 წლებში), ბოლოს კი 100 მილიონ ევროდ რეალმა შეიძინა.

გამოკითხვა

ვინ სად წავა სატრანსფერო პერიოდში?

  • დავიდ დე ხეა პსჟ-ში
  • ლეროი სანე ბაიერნში
  • პოლ პოგბა იუვენტუსში
  • რომელუ ლუკაკუ ინტერში
  • ჰენრიხ მხითარიანი ჩინეთში
  • ფილიპე კოუტინიო ჩელსიში
  • ალექსანდრ ლაკაზეტი ბასელონაში
  • კრისტიან ერიკსენი რეალ მადრიდში

კომენტარები

ბოლო ამბები