Thumbnail

'ჩემ ვინაობას მალე გაიგებთ ' - წერს ინგლისელი გეი ფეხბურთელი

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • 'მე ვარ გეი ფეხბურთელი, ვთამაშობ ჩემპიონშიფში'
  • ინლგისში ფეხბურთელმა ტვიტერზე ფარული ანგარიში დაარეგისტრირა

"მე ვარ გეი ფეხბურთელი და ვთამაშობ ჩემპიონშიფში - ჩემ ვინაობას მალე გაიგებთ." - ასე დაიწყო 5 ივლისის ტვიტერზე პოსტი, რომლის ავტორიც ამბობს, რომ მოქმედი ჩემპიონშიფის (ინგლისის რანგით მეორე ლიგა) ფეხბურთელია.

შემდეგ წერილში მოთამაშე ამბობს, რომ თავისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ ოჯახს, გუნდის მთავარი მწვრთნელს და კლუბის პრეზიდენტს უკვე აცნობა "ცოტა ვნერვიულობდი ხელმძღვანელობასთან შეხვედრის წინ, თუმცა მათ სრული მხარდაჭერა გამომიცხადეს!"

"მითხრეს, რომ ყველაფერში დამეხმარებიან, შემდეგი შეხვედრა 14 ივლისს გვაქვს, სადაც გადაწყდება საჯაროდ როგორ და რა ფორმით განვაცხადებ ჩემი სექსუალური ორიენტაციის შესახებ." - ამბობს უცნობი ფეხბურთელი.

თუ ჩემპიონშიფის უცნობი ფეხბურთელი საჯაროდ იტყვის, რომ გეია ის გახდება ჯასტინ ფაშანუს შემდეგ პირველი მოქმედი პროფესიონალი ფეხბურთი ინგლისში, ვინც საჯაროდ განაცხადებს თავისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ.

მსგავსი რამ 2013 წელს ამერიკელმა რობი როჯერსმაც გააკეთა, თუმცა 25 წლის მოთამაშე მაშინ ჯერ დროებით წავიდა ფეხბურთიდან და მხოლოდ მას შემდეგ გააკეთა განცხადება. თუმცა განცხადებიდან რამდენიმე თვეში როჯერსი ლოს ანჯელეს გელექსიმ დაიმატა, სადაც 2017 წლამდე თამაშობდა.

კომენტარები

ბოლო ამბები