Thumbnail

ნაგოია ბაშო | დოჰიოდან ერთად გადავარდნენ - რას ერჩიან მსაჯები ოძეკის

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ტაკაიასუ V ენდო
  • მსაჯებმა გამარჯვებული ვერ გამოავლინეს

აიჩის პრეფექტურის გიმნაზიუმის "დოლფინს არენაზე" წლის მეოთხე ბაშოს - ნაგოია დიდი სუმოს ტურნირის - მე-3 დღის ორთაბრძოლები გაიმართა.

ძალზე საინტერესო ბრძოლა გამოდგა ოძეკი ტაკაიასუსა და შოტა ენდოს შორის. ორივე რიკიში დოჰიოდან ერთდროულად გადავარდა და მსაჯებმა გამარჯვებულის გამოვლენა ვერ შეძლეს. თუმცა გამეორებაზე კარგად გამოჩნდა, რომ ენდომ პირველმა გადადგა ფეხი რკალიდან და მსაჯებმა შეცდნენ. 

ტაკაიასუ V ენდო

სამართალმა იზეიმა, რადგან განმეორებითი ორთაბრძოლა ოძეკიმ ძალზე იოლად მოიგო ცუკიოტოშის ილეთით. ტაკაიასუს წინა დღესაც ორი ბრძოლის გამართვა მოუწია და მაშინაც მსაჯები შეცდნენ. მას 2-1 ბალანსი აქვს.

შეგახსენებთ, რომ ბაშოს მესამე დღეს ქართველმა სუმოისტებმა - ტოჩინოშინმა და გაგამარუმ წააგეს.

მეტი ამ თემაზე

კომენტარები

ბოლო ამბები