Thumbnail
  • პსჟ-ს სპორტული დირექტორი აცხადებს, რომ გუნდი მზადაა, ნეიმარი გაყიდოს
  • ლეონარდო შესაბამის შეთავაზებას ელოდება

ახალი სეზონის პირველი ვარჯიშის გაცდენის შემდეგ, პარი სენ-ჟერმენმა ნეიმარს გუნდიდან წასასვლელად კარი გაუღო! ფრანგული გუნდი მზადაა, ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი გაყიდოს - თუკი რომელიმე გრანდი შესაბამისი წინადადებით მიმართავს. ამის შესახებ პსჟ-ს სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ ისაუბრა.

ლეონარდო და პსჟ-ს პრეზიდენტი ნასერ ალ ხელაიფი

“ნეიმარს შეუძლია, პსჟ დატოვოს - თუკი მივიღებთ ისეთ შეთავაზებას, რომლითაც ყველა მხარე კმაყოფილი იქნება,” - განაცხადა ლეონარდომ Le Parisien-თან ინტერვიუში. გარდა ამისა, მან დაადასტურა, რომ უკვე შედგა პირველი, თუმცა ზედაპირული კონტაქტი ბარსელონასთან. შეგახსენებთ, რომ პარიზელებმა ბრაზილიელი 2017 წელს სწორედ ბარსასგან შეიძინეს - სარეკორდო, 222 მილიონ ევროდ.

ნეიმარმა ორშაბათს დაგეგმილი პირველი ვარჯიში გააცდინა, რამაც პარი სენ-ჟერმენის ხელმძღვანელების აღშფოთება გამოიწვია. “ნეიმარი გუნდში დაგეგმილ დროს არ გამოცხადდა. მას წინასწარ არაფერი უცნობებია,” - ნათქვამია კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.

დაბრუნდება ნეიმარი ლიონელ მესისთან?

“დღეს ის ვარჯიშზე უნდა მოსულიყო, მაგრამ არ მოვიდა. მან იცოდა, რომ უნდა მოსულიყო. ჩვენ ამაზე აუცილებლად ვიმსჯელებთ და ნეიმარს დავსჯით,” - ესეც ლეონარდოს სიტყვებია, რომელმაც დაადასტურა, რომ ბრაზილიელს გუნდის დატოვება სურს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ნეიმარზე ბარსელონას პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბარტომეუმაც ილაპარაკა. “ჩვენ ვიცით, რომ ნეიმარს პარი სენ-ჟერმენიდან წასვლა სურს, მაგრამ ისიც ვიცით, რომ პსჟ-ს მისი დათმობა არ უნდა,” - განაცხადა მან და დაამატა, რომ ნეიმარს უსმან დემბელე ურჩევნია.

ახლა, ბარტომეუმ უკვე იცის, რომ პსჟ მზადაა, ნეიმარი გაუშვას. შესაბამისად, ბრაზილიელის კატალონიურ გრანდში დაბრუნება რეალური გახდა. ახლა საკითხავია, მართლა ურჩევნია ბარსას პრეზიდენტს დემბელე, თუ ეს ისე თქვა. და კიდევ: რამდენ მილიონად უღირს ბარსას ნეიმარის დაბრუნება...

გამოკითხვა

ვინ სად წავა სატრანსფერო პერიოდში?

  • დავიდ დე ხეა პსჟ-ში
  • ლეროი სანე ბაიერნში
  • პოლ პოგბა იუვენტუსში
  • რომელუ ლუკაკუ ინტერში
  • ჰენრიხ მხითარიანი ჩინეთში
  • ფილიპე კოუტინიო ჩელსიში
  • ალექსანდრ ლაკაზეტი ბასელონაში
  • კრისტიან ერიკსენი რეალ მადრიდში

კომენტარები

ბოლო ამბები