Thumbnail
  • ტოჩინოშინის ბალანსი 0-3 გახდა
  • გაგამარუს ბაშოზე 1-2 ბალანსი აქვს

აიჩის პრეფექტურის გიმნაზიუმის "დოლფინს არენაზე" წლის მეოთხე ბაშოს - ნაგოია დიდი სუმოს ტურნირის - მე-3 დღის ორთაბრძოლები გაიმართა.

ბაშოზე დაბრუნებული ოძეკის ტიტულით მონაწილეობს ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე), რომელიც ასპარეზობის მესამე დღეს კომუსუბი რიუდენს შეხვდა და უვატედაშინაგეს ილეთით დამარცხდა. სასტარტო დაჯახების შემდეგ, ლევანმა მისთვის ხელსაყრელი ჩავლება ვერ მოიპოვა, შემდეგ კი კომუსუბიმ ეფექტური ილეთით დააგდო ის დოჰიოზე.

ტოჩინოშინი V რიუდენი

როგორც ჩანს, ტოჩინოშინს ტრავმები (მარჯვენა მუხლის და მარცხენა მხრის) მთელი ძალით ჭიდაობის საშუალებას არ აძლევს. მას 0-3 ბალანსი აქვს და ასეთი ფორმით დადებითი ბალანსის მიღწევა გაუჭირდება.

ხვალ, სუპერტურნირის მე-4 დღეს, ტოჩინოშინი მე-3 მაეგაშირა დაიეიშოს ხვდება, ვისაც ურთიერთშეხვედრებში 6:1-ს უგებს.ნაგოია ბაშოზე მას 1-2 ბალანსი აქვს.

ჯურიოს დივიზიონის მეორე ნომერი გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი) მე-3 ნომერ იუტაკაიამას დაუპირისპირდა და ოშიტაოშით დამარცხდა. ქართველ გოლიათს 1-2 ბალანსი აქვს, მისი მომდევნო მეტოქე ვაკატაკაკაგე იქნება, რომელიც ჯურიოს მე-4 ნომერია. 

გაგამარუ V იუტაკაიამა

კომენტარები

ბოლო ამბები