Thumbnail

უიმბლდონი | იოლი გამარჯვება - ფედერერი მერვედფინალებში დაუმარცხებელია

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • როჯერ ფედერერი 6:1, 6:2, 6:2 მატეო ბერეტინი
  • ფედერერმა პირველი სეტი 17 წუთში მოიგო

უიმბლდონის ღია პირველობის 1/8 ფინალში მსოფლიოს მესამე ჩოგანმა როჯერ ფედერერმა (შვეიცარია) სამ სეტში იოლად დაამარცხა მატეო ბერეტინი (იტალია, 20) - 6:1, 6:2, 6:2 და 1/4 ფინალში გავიდა.

მეოთხედფინალში ფედერერის მეტოქე მე-8 ნომრად განთესილი იაპონელი კეი ნიშიკორი (7) იქნება, რომელმაც მიხაილ კუკუშკინი 4 სეტში, 6:3, 3:6, 6:3, 6:4 დაამარცხა.

ფედერერმა უიმბლდონზე 17 მერვედფინალი ითამაშა და 17-ივე მოიგო. როჯერს უიმბლდონი 8-ჯერ აქვს მოგებული.

აღსანიშნავია, რომ დღეს ფავორიტებმა მარტივად მოიგეს. ჯოკოვიჩმა უგო უმბერტი დაამარცხა, ხოლო ნადალმა სოუზას სძლია.

კომენტარები

ბოლო ამბები