Thumbnail

წარმოუდგენელი კონტრაქტი - აიაქსმა ტადიჩს ერთგულება დაუფასა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • აიაქსმა 30 წლის მოთამაშეს 7-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა
  • დუშან ტადიჩის კონტრაქტი 2022 წლის ივნისში იწურებოდა 

ასტერდამის აიაქსმა და დუშან ტადიჩმა შეთანხმებას მიაღწიეს. სერბ ფეხბურთელს კონტრაქტი კლუბთან 2022 წლის ივნისამდე ჰქონდა გაფორმებული და მან ეს კონტრაქტი კიდევ ერთი წლით, 2023 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივა.

გარდა ამისა, ფეხბურთელის კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, ტადიჩს შეეძლება კლუბში 2026 წლამდე დარჩეს და აიაქსის სპორტულ კომპლექსში მწვრთნელად იმუშაოს, მაგრამ ზუსტი სამუშაო ადგილი მოგვიანებით განისაზღვრება.

ტადიჩი აიაქსში საუთჰემპტონიდან გადავიდა. ის გასულ სეზონში აიაქსის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. სერბმა ფეხბურთელმა შესანიშნავი სეზონი ჩაატარა და ჩემპიონატის ბოლო ტურში შეძლო ბომბარდირის ტიტულის გაყოფა ლუუკ დე იონგთან.

დუშან ტადიჩის გოლი მადრიდის რეალის კარში

დუშან ტადიჩის გოლი მადრიდის რეალის კარში

Posted by Silk Sport on სამშაბათი, 05 მარტი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები