Thumbnail

უიმბლდონი | ჯოკოვიჩი ნადალს არ ჩამორჩა - სერბმა ფრანგი დებიუტანტი იოლად დაამარცხა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ნოვაკ ჯოკოვიჩი 6:3, 6:2, 6:3 უგო უმბერტი
  • სერბი უიმბლდონის 1/4 ფინალში მე-11-ედ გავიდა

უიმბლდონის ღია პირველობის 1/8 ფინალში მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა (სერბეთი) სამ სეტში იოლად დაამარცხა უგო უმბერტი (საფრანგეთი, 66) - 6:3, 6:2, 6:3 და 1/4 ფინალში გავიდა. 
ისევე, როგორც ნადალს, არც ჯოკოვიჩს გასჭირვებია თავისი მატჩის მოგება - სულ საათი და 44 წუთი დასჭირდა ფრანგის წინააღმდეგობის დაძლევას. 

მეოთხედფინალში "ნოლეს" მეტოქე 21-ე ნომრად განთესილი ბელგიელი დავიდ გოფინი (23) იქნება. 
ჯოკოვიჩმა კარიერაში მე-11-ედ გააღწია უიმბლდონის მეოთხედფინალში. ის ლონდონის კორტებზე 4-გზის ჩემპიონია. 

21 წლის უმბერტი ძალიან ნერვიულობდა, ის ხომ პირველად თამაშობდა დიდი სლემის ტურნირის მე-4 წრეში მისთვის სადებიუტო უიმბლდონზე. შედეგად, სერბმა 4-ჯერ აართვა მეტოქეს მოწოდება, ცაცია ფრანგმა კი 34 უნებლიე შეცდომა დაუშვა. 

კომენტარები

ბოლო ამბები