Thumbnail

მოხადე ბოთლს თავსახური - ამერიკელი მორაგბის ახალი ხერხი

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • Bottle cap challenge-ში უამრავი ადამიანი ჩაერთო
  • ფლეშმობის მონაწილეები ბოთლის სახურავს უკვე სხვადასხვა ხერხით ხსნიან
  • ამერიკის 7-კაცა ნაკრების წევრმა ბოთლს თავსახური რაგბის ბურთით მოხსნა

სოციალურ ქსელში ახალი ფლეშმობი ძალიან პოპულარულია - Bottle cap challenge, რომლის მონაწილენი ბოთლის სახურავს ფეხით ხსნიან და შემდეგ ამის ამსახველ ვიდეოს აქვეყნებენ ჰეშტეგით #bottlecapchallenge.

ფლეშმობში ისეთი ცნობილი ადამიანები ჩაებნენ, როგორებიც ჯეისონ სტეტჰემი, ფლოიდ მეივეზერი, კონორ მაკგრეგორი და ზლატან იბრაჰიმოვიჩი არიან.

ამერიკის 7-კაცა ნაკრების მორაგბე, კოდი მელფი ფლეშმობს შეუერთდა და ეს წამოწყება გაამრავალფეროვნა. მან ბოთლს თავსახური რაგბის ბურთით მოხსნა.

აღსანიშნავია, რომ ფლეშმობის კიდევ ერთი მხიარული ვარიანტი სერხიო რამოსმაც შემოგვთავაზა - რეალის კაპიტანმა ბოთლს თავსახური ენით მოხსნა. რამოსმა ჯეიმს ჰარდენი, ენტონი ჯოშუა და დევიდ ბექჰემი გამოიწვია.

კომენტარები

ბოლო ამბები