Thumbnail
  • საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრების წარმატება შეუმჩნეველი არ დარჩა
  • სამი ტრანსფერი, რომლებიც ზაფხულში განხორციელდა

საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა არგენტინაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-10 ადგილი დაიკავა და კიდევ ერთხელ სანახაობრივი თამაში შემოგვთავაზა. შესაბამისად, ახალგაზრდა მორაგბეების გადაბირების სურვილი ბევრმა გუნდმა გამოთქვა.

ბოლო პერიოდში სამი ტრანსფერი დადასტურდა. ლუკა ნიორაძემ კონტრაქტი ორიაკთან გააფორმა. მას ძირითად გუნდში 6 ქართველი ხვდება: ბექა საღინაძე, გიორგი ჯავახია, გიორგი ცუცქირიძე, ვანო კარკაძე, გიორგი ვეფხვაძე და მერაბ შარიქაძე.

იოანე იაშაღაშვილი, რომელიც 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი იყო, კარიერას ბაიონაში აგრძელებს. მან კლუბთან ერთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. იოანე RugbyPass-ის მიერ შედგენილ სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა. მან ამ ტურნირზე 70-ზე მეტი ბოჭვა შეასრულა.

კიდევ ერთი მორაგბე, რომელიც საფრანგეთში ითამაშებს ვახტან ჯინჭარაძეა, რომელმაც ახალი ზელანდიის ნაკრებთან ლელოს დადება მოახერხა. ჯინჭარაძე პერპინიანის ღირსებას დაიცავს.

ვახტანგ ჯინჭარაძის ლელო!!!

ვახტანგ ჯინჭარაძის ლელო!!!

Posted by რაგბი TV/Rugby TV on სამშაბათი, 04 ივნისი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები