Thumbnail

ასობით ექსტრემალი ბაიკერის მასობრივი ავარია ჯოჯოხეთის მთაზე

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • დაუჯერებელი სცენები საფრანგეთიდან
  • ‘ჯოჯოხეთის მთიდან’ დაშვებისას ასობით ბაიკერი დაეცა

ერთი შეხედვით რთულია იმის აღქმა, რაც ამ სცენებში ჩანს, რეალურად კი, ვიდეოში ასობით ექსტრემალი ბაიკერის მასობრივ ავარიას ნახავთ.

ეს ამბავი საფრანგეთის სათხილამურო კურორტ Les Deux Alpes-ში, მოყინულ დაღმართზე დაშვებისას მოხდა. 25-კილომეტრიან ტრასაზე ამ ყოველწლიურ რბოლას Mountain Of Hell-ს (ჯოჯოხეთის მთა) უწოდებენ. წლევანდელი რბოლა მართლაც ჯოჯოხეთური გამოვიდა!

დაშავებულთა რაოდენობაზე ზუსტი ცნობები არ გავრცელებულა. ოფიციალური ინფორმაციით, სერიოზულად არავინ დაშავებულა, გამარჯვება კი ფრანგმა კილიან ბრონმა იზეიმა, რომელმაც ფინიშზე ნახევარ საათში მიაღწია.

Bikers Take On The Mountain Of Hell

The Mountain Of Hell isn't for the faint-hearted...😱

Posted by UNILAD Adventure on პარასკევი, 05 ივლისი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები