- რაფაელ ნადალი 6-2, 6-2, 6-2 ჟოაო სოუზა
- ესპანელის შემდეგი მეტოქე ამერიკელი იქნება
რაფაელ ნადალი უიმბლდონის ღია პირველობის 1/4-ფინალშია - საამისოდ მე-3 ნომრად განთესილ ესპანელს საათი და 45 წუთიც ეყო პორტუგალიის პირველი ჩოგნის, ჟოაო სოუზას დასამარცხებლად - 6-2, 6-2, 6-2.
რაფა დიდი სლემის ტურნირებზე ზედიზედ მერვედ გავიდა მეოთხედფინალში. კარიერაში კი ეს მისთვის 39-ე მეოთხედფინალია მეიჯორებზე. ახლა რაფას მხოლოდ ერთი მოგებაც ყოფნის, რომ წლის დასკვნით ATP-ის ფინალზე მოხვდეს (ზედიზედ მე-15-ედ კარიერაში). ოთხშაბათს ესპანელი ფავორიტის მეტოქე ამერიკელი სემ ქუერი ან ტენის სანდგრენი იქნება.
მას მერე, რაც მესამე წრეში ჟო-ვილფრედ ცონგა დაამარცხა, ნადალმა მედიას განუცხადა, რომ სოუზას ძალიან კარგად იცნობდა, რადგან წლების განმავლობაში ერთად ვარჯიშობდნენ. ამ შეხვედრაში რაფამ პორტუგალიელ მეგობარს ერთი შანსიც კი არ მისცა, მსოფლიოს 69-ე ჩოგანს ერთი-ორი კარგი ფორჰენდი გამოუვიდა, რითაც პუბლიკის ოვაციები დაიმსახურა, სულ ეს არის.
ნადალის დარტყმული ტრიბუნაზე დაიჭირეს
ნადალის ანგარიშზე 29 ვინერსი და მხოლოდ 10 უნებლიე შეცდომაა. შეგახსენებთ, რომ რაფას უიმბლდონი სულ ორჯერ აქვს მოგებული 2008 და 2010 წლებში.
კომენტარები