Thumbnail

პედოფილიაში ბრალდებულმა უოტფორდის ყოფილმა ექიმმა თავი მოიკლა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ფილ ედვარდსი საკუთარ ბინაში, სადაც მარტო ცხოვრობდა, გარდაცვლილი იპოვეს
  • 60 წლის მამაკაცი არასწულწლოვან ბიჭთან გარყვნილ ქმედებაში იყო ბრალდებული

უოტფორდის ყოფილი ექიმი-ფიზიოთერაპევტი ფილ ედვარდსი, რომელიც არასრულწლოვან ბიჭთან გარყვნილ ქმედებაში იყო ეჭვმიტანილი, უილსტოუნში მდებარე საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. 

ფილ ედვარდსი

როგორც ბრიტანული მედია იუწყება, პოლიციაში ვარაუდობენ, რომ 60 წლის მამაკაცმა, რომელიც მარტო ცხოვრობდა, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 

დიდი ალბათობით, თვითმკვლელობის მიზეზი გამოძება უნდა გამხდარიყო, რომელიც მის მიმართ მიმდინარეობდა. წინა თვეში ედვარდსი დააკავეს და მას ბრალი არასრულწლოვანთან გარყვნილ ქმედებაში დასდეს. მოგვიანებით ის თავდებით გათავისუფლდა, თუმცა საქმესთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობდა. 

ფილ ედვარდსს ასევე უმუშავია ისეთ კლუბებში, როგორიცაა ბარნეტი და ბირმინგემ სიტი.

უოტფორდმა გასულ სეზონში ინგლისის პრემიერლიგის 38 მატჩში მოპოვებული 50 ქულით, სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილი დაიკავა. 

გამოკითხვა

ვინ სად წავა სატრანსფერო პერიოდში?

  • დავიდ დე ხეა პსჟ-ში
  • ლეროი სანე ბაიერნში
  • პოლ პოგბა იუვენტუსში
  • რომელუ ლუკაკუ ინტერში
  • ჰენრიხ მხითარიანი ჩინეთში
  • ფილიპე კოუტინიო ჩელსიში
  • ალექსანდრ ლაკაზეტი ბასელონაში
  • კრისტიან ერიკსენი რეალ მადრიდში

კომენტარები

ბოლო ამბები