Thumbnail

‘აქ იმისთვის ვარ, რომ ისტორია დავწერო!’ - ატლეტიკომ ჟოაო ფელიქსი წარადგინა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ატლეტიკომ ჟოაო ფელიქსი ოფიციალურად წარადგინა
  • პორტუგალიელმა ვუნდერკინდმა გრიზმანის ნომერი აიღო

ჟოაო ფელიქსი მადრიდშია! ატლეტიკომ სარეკორდო შენაძენი ორშაბათს ოფიციალურად წარადგინა.

ჟოაო ფელიქსმა გრიზმანის ნომერი აიღო

მადრიდული კლუბის გულშემატკივრებს 19 წლის პორტუგალიელის მიმართ უდიდესი მოლოდინი აქვთ, რაც აბსოლუტურად ლოგიკურია - მის სანაცვლოდ ხომ 126 მილიონი ევრო გადაიხადეს. გარდა ამისა, პორტუგალიელი სამშობლოში კრიშტიანო რონალდოს ლეგიტიმურ შემცვლელად მიაჩნიათ.

ცხადია, ჟურნალისტებმა ფელიქსს წარდგენისას სწორედ რონალდოზე ჰკითხეს და სთხოვეს, საკუთარი თავი CR7-ისთვის შეედარებინა: “ის უდიდესი ფეხბურთელია. დღესდღეობით კრიშტიანო მსოფლიოში საუკეთესოა. შესაძლოა, ყველა დროის საუკეთესოც იყოს,” - ასეთი იყო ატლეტიკოს ახალი ვარსკვლავის პასუხი, - “პორტუგალიის ნაკრებში ყოფნისას, რონალდომ მითხრა, რომ მადრიდი ძალიან უყვარს.”

პორტუგალიელმა შემტევმა განმარტა, რომ ესპანეთის დედაქალაქში მასაც დიდი ამბიციები აქვს: “აქ იმისთვის ვარ, რომ ისტორია დავწერო. მინდა, ჟოაო ფელიქსი ყველას დაამახსოვრდეს და მომავალშიც ხშირად გამიხსენონ. რაც შეეხება რონალდოსთან შედარებას: კრიშტიანო კრიშტიანოა, მე კი ჟოაო ფელიქსი ვარ!”

კომენტარები

ბოლო ამბები