Thumbnail
  • გიორგი ბერიძე ჟუპილერლიგაში ითამაშებს
  • ქართველმა ფეხბურთელმა საკონტროლო მატჩებში 6 გოლი გაიტანა

Voetbalkrant-ის ინფორმაციით, გიორგი ბერიძე ახალ სეზონს გენტის პირველ გუნდში დაიწყებს - 22 წლის ქართველმა ლეგიონერმა ეს წინასასეზონო მატჩებში კარგი თამაშით დაიმსახურა - ბერიძემ სულ 6 გოლი გაიტანა და გენტის ბომბარდირიც გახდა. 

შეგახსენებთ, რომ 2017/18 წლების სეზონში ბერიძე გენტმა სლოვაკურ ტრენჩინში გაანათხოვრა, 2018/19 წლების სეზონში ის უნგრულ უიპეშტში გაუშვეს, ახლა კი გიორგის შანსს მისცემენ.

ასე რომ, ახალ სეზონში გენტის ღირსებას სამი გიორგი დაიცავს, გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი ქვილითაია და გიორგი ბერიძე. 

კომენტარები

ბოლო ამბები