Thumbnail

როგორ დაისჯება ანტუან გრიზმანი - ფრანგი ატლეტიკოს ბაზაზე არ მივიდა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ატლეტიკოდამ ბარსელონაში ანტუან გრიზმანს ტრანსფერს პრობლემები ახლავს
  • მადრიდელებმა 28 წლის ფრანგის დაჯარიმება სოლიდური თანხით გადაწყვიტეს

მადრიდის ატლეტიკოდან ბარსელონაში ანტუან გრიზმანის გადასვლასთან დაკავშირებით ვითარება სულ უფრო რთულდება. ფრანგი ფორვარდი, რომელიც კონტრაქტით ჯერ კიდევ მადრიდელებს ეკუთვნის, 2019/20 წლების სეზონისთვის მოსამზადებლად ატლეტიკოს ბაზაზე არ გამოცხადდა. 

ანტუან გრიზმანმა ჯერ კიდევ მაისში გამოაცხადა, რომ კლუბს დატოვებდა და მის გულშემატკივრებს დაემშვიდობა კიდეც. ცოტა ხნის წინ ატლეტიკომ ფეხბურთელი და ბარსელონა უპატივცემულობაში დაადანაშაულა - მოლაპარაკებებს ჯერ კიდევ სეზონის მიმდინარეობისას, მადრიდელებისგან ფარულად მართავდნენო.

მეტი ამ თემაზე: პრობლემა სახელად გრიზმანი - ბარსელონა ატლეტიკოს არაფრად აგდებს

ატლეტიკოს ხელმძღვანელობა გრიზმანს დაიმუქრა კიდეც, რომ თუკი ეს უკანასკნელი სეზონისთვის მოსამზადებლად ბაზაზე არ გამოცხადდებოდა, დაისჯებოდა. ამის პასუხად გრიზმანმა ატლეტიკოს შეუთვალა, რომ აპირებს კლუბთან ხელშეკრულებით გათვალისწინებული პუნქტის ამოქმედებას, რომელიც მისი კონტრაქტის 120 მილიონ ევროდ გამოსყიდვის შესაძლებლობას იძლევა.

დიეგო სიმეონეს გუნდი ახალი სეზონისთვის მზადებას უკვე შეუდგა

როგორც ირკვევა, ატლეტიკო ანტუან გრიზმანისთვის დისციპლინარული სანქციების დაკისრება მაინც გადაწყვიტა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 28 წლის თავდამსხმელი 200 ათასი ევროთი დაჯარიმდება.

გასულ სეზონში ანტუან გრიზმანმა საკლუბო დონეზე 48 მატჩში ითამაშა, გაიტანა 21 გოლი და მიითვალა 10 საგოლე პასი. ფორვარდის კონტრაქტი მადრიდელებთან 2023 წლის ზაფხულამდეა გათვალისწინებული, რომლის თანახმად, 1-ელი ივლისიდან პირგასამტეხლო თანხა 200 მილიონი ევროდან 120 მილიონამდე შემცირდა.

გამოკითხვა

ვინ სად წავა სატრანსფერო პერიოდში?

  • დავიდ დე ხეა პსჟ-ში
  • ლეროი სანე ბაიერნში
  • პოლ პოგბა იუვენტუსში
  • რომელუ ლუკაკუ ინტერში
  • ჰენრიხ მხითარიანი ჩინეთში
  • ფილიპე კოუტინიო ჩელსიში
  • ალექსანდრ ლაკაზეტი ბასელონაში
  • კრისტიან ერიკსენი რეალ მადრიდში

კომენტარები

ბოლო ამბები