Thumbnail
  • ინტერვიუ ილინოისის ქართველ ფორვარდთან
  • გიორგი ბეჟანიშვილი ცოტა ხნით სამშობლოში ისვენებდა

ავსტრიასა და საქართველოში დასვენების შემდეგ ილინოისის ცენტრი გიორგი ბეჟანიშვილი, რომელმაც NCAA-ში თავი ბრწყინვალე თამაშით გამოიჩინა, ამერიკაში დაბრუნდა. 

News-Gazette-მა ქართველ კალათბურთელ კალათბურთელზე სტატია გამოაქვეყნა: "საკუთარი ფესვებით ამაყი - ქარიზმატული ბეჟანიშვილი ცდილობს, მომავალი თაობისთვის მისაბაძი მაგალითი იყოს". 

ბევრი არაფერი შეცვლილა 

ბეჟანიშვილი საშუალოდ 12.5 ქულას აკეთებდა თამაშში

"ილინოისის სტუდენტი ფართო ღიმილით იხსნებს მაისს, როცა მშობლიურ რუსთავს 4-წლიანი განშორების შემდეგ ესტუმრა.

მას ასე ნაცნობი სიტუაცია დახვდა - რუსთავი, საბჭოთა კავშირის დროს ინდუსტრიული ქალაქი, ბოლო 20 წელზე მეტია ებრძვის ეკონომიკურ კოლაფსს რეგიონში.

"არაფერი არ შეცვლილა რეალურად. იმედი მქონდა, სიტუაცია უკეთესობისკენ გამოსწორდებოდა, მაგრამ რაც ვნახე, ცოტა პოზიტივია, რაც ძალიან მაღონებს. ამიტომ მაქვს მიზანი, რომ როცა მივაღწევ მაღალ დონეს კარიერაში, რითაც შემეძლება დავეხმარები ჩემ სამშობლოს". 

მე თუ მივაღწიე წარმატებას, ისინიც შეძლებენ

ბეჟანიშვილს სახე უნათდება, როცა თავის კვირანახევრიან ვიზიტს იხსენებს საქართველოში. მან ეს დრო ოჯახის წევრებთან და ძველ მეგობრებთან გაატარა, რომელთაც 14 წლის ასაკში გამოეთხოვა და ვენაში საცხოვრებლად გადაბარგდა. ის ამბობს, რომ დასვენების დიდ ნაწილს ტრენაჟორების დარბაზში და მოედანზე ატარებდა რუსთაველ კალათბურთელებთან ერთად.

"დიდებული იყო გამეზიარებინა ჩემი გამოცდილება თანაქალაქელებისთვის, რადგან საკალათბურთო თვალსაზრისით ასე შორს რუსთავიდან ჯერ არავინ წასულა. ამ ბიჭებს ოცნება გავუღვივე, რომ თუ მე შევძელი, ისინიც მიაღწევენ წარმატებას". 

ბეჟანიშვილი ამბობს, რომ ის ყოველდღე იყო დარბაზში და უყურებდა სხვადასხვა მწვრთნელების ვარჯიშებს, თავადაც ერთვებოდა. 

"ბიჭებს ვეუბნებოდი, რომ ყოველთვის ბოლომდე დაიხარჯონ. არ დაეზაროთ შრომა, მუდამ იმუშავონ საკუთარ თავზე, გამოვიდნენ კომფორტის ზონიდან".

"ეს იყო ჩემი უმთავრესი მესიჯი მათთვის - გამოვიდნენ თავიანთი კომფორტის ზონიდან და იმუშაონ განუწყვეტლივ. ვეუბნებოდი, რომ თუ მე შევძელი, მათაც შეუძლიათ წარმატების მიღწევა".

"ვფიქრობ, ეს კარგი იყო, როგორც მათთვის, ისე ჩემთვის - სამშობლოში ყოფნის გამოცდილებამ კიდევ უფრო გამიძლიერა სურვილი, არასოდეს გავჩერდე, ახლა კიდევ უფრო მეტს ვიშრომებ. აქ ხომ საამისოდ ყველა პირობა მაქვს". 

გიორგი ახალ სეზონში მეტი შრომისთვის მზად არის

გოგა ბითაძე ძალიან მაგარი ბიჭია

საქართველომ 20 ივნისს კიდევ ერთი კალათბურთელი მიავლინა NBA-ში - დრაფტის მე-18 ნომრად ინდიანა პეისერსმა გოგა ბითაძე აირჩია. ბითაძე მხოლოდ მე-6 ქართველი იქნება, ვინც NBA-ში ითამაშებს: ვლადიმერ სტეფანიას, იაკე ცაკალიდისის, ზაზა ფაჩულიას, თორნიკე შენგელიასა და ნიკოლოზ ცქიტიშვილის შემდეგ. 

სანამ გიორგი ვენაში გადავიდოდა, ხოლო გოგა სერბეთში - ისინი ყოველ წელს ეთამაშებოდნენ ერთმანეთს:

"ერთმანეთს არ ვიცნობთ, რადგან ჩვენი გზები ადრიდანვე გაიყარა. მაგრამ ძალიან ვამაყობ, რომ კიდევ ერთი ქართველი გადავიდა NBA-ში. არც ისე ბევრი ქართველი ყოფილა მსოფლიოს საუკეთესო საკალათბურთო ლიგაში. საქართველოში ძალიან ბევრი ბავშვის ოცნება NBA-ში თამაშია".

"ძალიან ვამაყობ გოგა ბითაძით და ვუსურვებ მას წარმატებას. გოგას ჯერ ამერიკული კალათბურთი არ უნახავს. უმაღლესი სკოლისა და კოლეჯის გამოცდილება მაქვს და ვიცი, რომ აქ წარმატების მიღწევა იოლი არ არის. იმედია, გოგა მალევე შეეწყობა ამერიკულ კალათბურთს. ის ძალიან მაგარი ბიჭია და მოტივირებულია, ვიცი, რომ ძალიან მშრომელია".

შესანიშნავი სეზონი ილინოისში

ბეჟანიშვილი თავადაც ძალიან მშრომელია - მის სადებიუტო სეზონში NCAA-ში 206 სანტიმეტრი სიმაღლის ფორვარდმა გუნდის ერთ-ერთი ლიდერის ფუნქციები შეითავსა - ის მესამე იყო ილინოისში ქულებით - 12.5 ქულა საშუალოდ თამაშში. რაც მეხუთე შედეგია დებიუტანტისთვის კლუბის ისტორიაში. ბეჟანიშვილმა დიონ თომასის 29-წლიანი რეკორდიც მოხსნა, როცა თებერვალში 35 ქულა ჩააგდო. 

"ჩემი ახლობლები ამაყობენ. ყოველთვის ვამბობდი, რომ ერთ დღესაც ამერიკაში ვითამაშებდი. სიმართლე გითხრათ, ამის დიდად არავის სჯეროდა - ყველა იცინოდა. ახლა კი მაღალ დონეზე ვთამაშობ და არცთუ ცუდად.  ახლა მათ სჯერათ, რომ მეტი შემიძლია. ისინი ხელს მიწყობენ და მეხმარებიან. მეტი რაღა დამრჩენია - უნდა ბევრი ვიშრომო და უკეთესი კალათბურთელი გავხდე". 

ბეჟანიშვილი ილინოისის მედია დღეზე

შენიშვნა: გიორგი ამბობს, რომ რუსთავიდან 'ასე შორს' საკალათბურთო თვალსაზრისით არავინ წასულა, თუმცა მთლად ასეც არ არის - იგივე ბერძენი ცაკალიდისი, რომელიც NBA-ში აყვანისას, საქართველოს მოქალაქე იყო, რუსთაველია. 

ასევე რუსთაველები არიან ვოვა და ანატოლი ბოისები. ვოვას შესახებ ყველამ ვიცით, ანატოლი კი სტუდენტობისას ამერიკის კოლეჯთა ლიგაში თამაშობდა.

კომენტარები

ბოლო ამბები