- როლან გაროსის გამარჯვებული უიმბლდონზე მერვედფინალში დამარცხდა
- ეშლი ბარტიმ ალისონ რისკთან 6:3, 2:6, 3:6 წააგო
- არადა, პირველმა ჩოგანმა მატჩი ზედიზედ 4 ეისით დაიწყო
მსოფლიოს პირველი ჩოგანი, საფრანგეთის ღია პირველობის გამარჯვებული ეშლი ბარტი უიმბლდონზე, ყველასათვის მოულოდნელად, მერვედფინალში დამარცხდა. ავსტრალიელმა რეიტინგში 55-ე ადგილზე მყოფ ამერიკელ ალისონ რისკთან სამ სეტში, 6:3, 2:6, 3:6 წააგო. ბარტისთვის ეს პირველი მარცხია WTA ტურზე ზედიზედ 15 მოგების შემდეგ!
არადა, მატჩი ბარტისთვის შესანიშნავად დაიწყო: მან სტარტზე ზედიზედ 4 ეისი შეასრულა და პირველი სეტი 32 წუთში მოიგო. თუმცა, მოგვიანებით რისკმა მოუმატა და მატჩი თავის სასარგებლოდ შეატრიალა.
ამრიგად, ალისონ რისკი პირველად გავიდა დიდი სლემის მეოთხედფინალში, სადაც სერენა თანამემამულე სერენა უილიამსს (მე-11 ჩოგანი) შეხვდება, რომელმაც და ესპანელი კარლა სუარეს ნავარო (30) 2 სეტში, 6:2, 6:2 დაამარცხა.
კომენტარები