Thumbnail

დე იონგმა კრუიფის 14-ზე უარი თქვა - რა ნომრით ითამაშებს ჰოლანდიელი ბარსელონაში

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ფრენკი დე იონგს არ სურს, რომ ბარსელონაში ზედმეტად წნეხის ქვეშ იყოს
  • ამის გამო, ჰოლანდიელმა ლეგენდარულ ნომერზე უარი თქვა

ფრენკი დე იონგი ჯერ მხოლოდ 22 წლისაა, მაგრამ უკვე მთელი საფეხბურთო მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. ჰოლანდიელი ნახევარმცველისთვის ტოპ-კლუბები იბრძოდნენ, დე იონგმა კი არჩევანი ბარსელონაზე შეაჩერა. მან უარი თქვა პარი სენ-ჟერმენისა და მანჩესტერ სიტის გაცილებით სარფიან შეთავაზებებზე და აცხადებს, რომ კატალონიურ გრანდში ისეთი გზის გავლა სურს, როგორიც თავის დროზე ჰოლანდიური ფეხბურთის ლეგენდამ, იოჰან კრუიფმა გაიარა.

“ბარსელონას და ჰოლანდიას ყოველთვის დიდი, განსაკუთრებული კავშირი ჰქონდათ. იმედი მაქვს, რომ ამ ტრადიციას მეც ღირსეულად გავაგრძელებ. მინდა, გავხდე ერთ-ერთი უდიდესი ჰოლანდიელი ფეხბურთელი მათ შორის, ვისაც ბარსელონაში უთამაშია!” - განაცხადა დე იონგმა პრეზენტაციაზე.

ახალგაზრდა ნახევარმცველი საკმაოდ ამბიციურია, მაგრამ არა იმდენად, რომ კრუიფის ნომერიც აიღოს. დე იონგი ბარსელონაში 21-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. არადა, ბარსელონაში მას კრუიფის მე-14 ნომერიც შესთავაზეს, მაგრამ უარი თქვა.

“კრუიფის ნომერზე სპეციალურად ვთქვი უარი. ცხადია, ეს ჩემთვის დიდი პატივი იქნებოდა, მაგრამ ზედმეტი წნეხი არ მინდა,” - განმარტა დე იონგმა Voetball International-თან ინტერვიუში და დასძინა: “ბარსელონაში, ჩემს პრეზენტაციაზე მთელი ჩემი ოჯახი წავიყვანე. მხოლოდ ბაბუა, ჰანს დე იონგი არ იყო, რომელიც ჩემს დაბადების დღეზე გარდაიცვალა. იმ დღეს 21 წლის გავხდი. ამიტომაც ვირჩევ 21-ე ნომერს.”

ამასობაში, ბარსელონამ ახალი გასვლითი ფორმაც წარადგინა:

კომენტარები

ბოლო ამბები