Thumbnail

'არ ვიცი, რატომ გავჩერდი' - ტოჩინოშინის კომენტარი შოდაისთან წაგების შემდეგ

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ტოჩინოშინის პირველი კომენტარი შოდაისთან მარცხის შემდეგ
  • რიუდენთან ქართველი ოძეკის რანგში 30-ე გამარჯვებისთვის იჭიდავებს

ნაგოიას ბაშოს სტარტი ქართველი ოძეკი ტოჩინოშინისთვის (ლევან გორგაძე) წარუმატებელი გამოდგა - პირველ ორ დღეს მან მისთვის ორ უხერხულ მეტოქესთან, ენდოსთან და შოდაისთან წააგო. 9 ივლისს ტოჩინოშინს კომუსუბის რანგში დებიუტანტ რიუდენთან მოუწევს ჭიდაობა. 

წაიკითხე | ძალა არ მოსდევს - ტოჩინოშინი შოდაისთანაც დამარცხდა

შოდაისთან მარცხი ტოჩინოშინმა Nikkan Sports-თან კომენტარში შეაფასა: "არ ვიცი, რატომ გავჩერდი - არადა, ტაჩიაი ცუდი არ გამომსვლია". 

მას მერე, რაც ტოჩინოშინმა ოძეკის რანგი დაიბრუნა, ის პირველ ბაშოს ატარებს. სულ კი ოძეკის რანგში მისთვის ეს მე-6 ბაშოა, რომლებშიც ჯამში 29 გამარჯვება მოიპოვა. 

თუ ქართველი რიკიში ვერ შეძლებს დადებითი ბალანსით ბაშოს დასრულებას, სექტემბრის ბაშოზე მას ოძეკის ტიტული დასაცავი ექნება.  

კომენტარები

ბოლო ამბები