Thumbnail
  • დაიწერა, თითქოს უეფა არგენტინას ერთა ლიგაში იწვევს
  • უეფაში გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი გააკეთეს

უეფას წარმომადგენლებმა უარყვეს ცოტა ხნის წინ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ არგენტინის ნაკრები ერთა ლიგაში მიიწვია.

"ცნობა იმის შესახებ, თითქოს არგენტინა უეფას ეგიდით გასამართ ტურნირებშია მიწვეული და მას ორგანიზაციის წევრობას სთავაზობენ, სიმართლეს არ შეესაბამება. ამ საკითხზე მოლაპარაკება არასდროს დაგვიწყია. ამავდროულად, მეგობრობის ნიშნად, რა თქმა უნდა, უეფა არგენტინის ნაკრებს მიიწვევს, ორგანიზაციის ეგიდით გასამათ ნებისმიერ შეჯიბრებაზე, როგორც სპეციალურ სტუმარს", - ნათქვამია უეფას განცხადებაში.

კოპა ამერიკის დასრულების შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, არგენტინის ფეხბურთის ფედერაციამ უეფასგან შეთავაზება მიიღო ერთა ლიგაში მონაწილეობაზე. მანამდე "ალბისელესტეს" თავდამსხმელმა და კაპიტანმა ლიონელ მესიმ კონმებოლი კორუფციაში დაადანაშაულა.

კოპა ამერიკა 2019-ის გამარჯვებული ტურნირის მასპინძელი ბრაზილიის ეროვნული ნაკრები გახდა. არგენტინის ნაკრებმა კი მესამე ადგილი დაიკავა. 

გამონათქვამების გამო, ლიონელ მესის შესაძლოა არგენტინის ნაკრებში გამოსვლა ორი წლის განმავლობაში აუკრძალონ. 

უეფას ერთა ლიგის პირველი გათმაშების გამარჯვებული პორტუგალიის ნაკრები გახდა, ოთხთა ფინალში კი კრიშტიანო რონალდოსა და კომპანიის გარდა, ჰოლანდიის, ინგლისისა და შვეიცარიის ნაკრებებმაც ითამაშეს.

გამოკითხვა

ვინ სად წავა სატრანსფერო პერიოდში?

  • დავიდ დე ხეა პსჟ-ში
  • ლეროი სანე ბაიერნში
  • პოლ პოგბა იუვენტუსში
  • რომელუ ლუკაკუ ინტერში
  • ჰენრიხ მხითარიანი ჩინეთში
  • ფილიპე კოუტინიო ჩელსიში
  • ალექსანდრ ლაკაზეტი ბასელონაში
  • კრისტიან ერიკსენი რეალ მადრიდში

კომენტარები

ბოლო ამბები