Thumbnail

ქვიშის ფეხბურთი | საქართველოს ნაკრებმა ჯგუფი მოიგო და პრომო ფინალში იასპარეზებს

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ქვიშის ფეხბურთში საქართველოს ნაკრებმა 3 მატჩიდან 2 მოიგო
  • ქართველმა ფეხბურთელებმა ბულგარეთი და ნორვეგია დაამარცხეს

საქართველოს ქვიშის ფეხბურთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში წარმატებით იასპარეზა, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ტურნირის პრომო ფინალში იასპარეზებს.

საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში სამი შეხვედრა გამართა, საიდანაც ორი მოიგო და ერთში დამარცხა. ქართველმა ფეხბურთელებმა პირველ პაექრობაში ბულგარეთი 4:3 დაამარცხეს, შემდეგ ნორვეგიას 6:3 მოუგეს, ბოლო მატჩი კი დანიასთან 2:4 დათმეს. მიუხედავად მარცხისა, საქართველოს ქვიშის ფეხბურთის ნაკრებმა დასახულ მიზანს მიაღწია.

კომენტარები

ბოლო ამბები