Thumbnail

არც მესი, არც რონალდო, არც პელე და მარადონა - იბრას ყველა დროის სიმბოლური

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ლოს ანჯელეს გალაქსის ვარსკვლავმა ყველა დროის სიმბოლური გამოაქვეყნა
  • 37 წლის შვედის თავდამსხმელის გუნდში 11-ივე პოზიციაზე ერთი ადამიანია   

ლოს ანჯელეს გალაქსის თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ტვიტერში ყველა დროის სიმბოლური ნაკრების საკუთარი ვერსია გამოაქვეყნა. 11-კაციან გუნდში ყველაზე პოზიციას 37 წლის შვედი ფეხბურთელი იკავებს. იბრამ პოსტს ასეთი მინაწერი გაუკეთა: 

"ყველა დროის ჩემი გუნდი. გასარკვევი მხოლოდ მწვრთნელია. შესაძლოა, ის ზლატანი იყოს".

ზლატან იბრაჰიმოიჩი ლოს ანჯელეს გალაქსის ღირსებას 2018 წლიდან იცავს. კარიერის განმავლობაში თავდამსხმელმა ისეთ კლუბებში ითამაშა, როგორებიც არიან: მალმიო, აიაქსი, იუვენტუსი, ინტერი, ბარსელონა, მილანი, პარი სენ-ჟერმენი და მანჩესტერ იუნაიტედი. ამ ხნის განმავლობაში ფეხბურთელმა 31 ტიტული მოიგო. იბრაჰიმოვიჩი შვედეთის ეროვნულ ნაკრებში 2001-2016 წლებში გამოდიოდა. 

MLS-ის მიმდინარე სეზონში იბრამ 15 მატჩში ითამაშა და გაიტანა 13 გოლი

 

კომენტარები

ბოლო ამბები