Thumbnail
  • ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელმა ლიონელ მესი გააკრიტიკა
  • ტიტეს აზრით, არგენტინელი მეტ პატივისცემას უნდა გამოხატავდეს

ორი დღის წინ, ლიონელ მესიმ ბრაზილიელები კორუფციაში დაადანაშაულა. არგენტინელი სუპერვარსკვლავი უკმაყოფილო იყო კოპა ამერიკის ორგანიზებით: “იმ კორუფციის ნაწილი არ უნდა გავხდეთ, რომელმაც ამ ტურნირზე გვაზარალა. ჩვენ ამ კოპაზე პატივს სათანადოდ არ გვცემდნენ. უფრო მეტის მიღწევა შეგვეძლო, მაგრამ ვინ გაგვიშვა ფინალში!” - განაცხადა მესიმ.

ფინალში გამარჯვების შემდეგ, ბრაზილიელთა მთავარი მწვრთნელმა ტიტემ მესი გააკრიტიკა: “ლეო ვალდებულია, მეტი პატივისცემა გამოხატოს და უნდა მიიღოს, როცა აგებს. მესი ფრთხილად უნდა იყოს სიტყვების შერჩევისას!” - განაცხადა ‘სელესაოს’ მწვრთნელმა.

ტიტემ ლეო მესი გააკრიტიკა

მესი ბრაზილიელთა მცველმა ტიაგო სილვამაც გააკრიტიკა: “ამაზე კომენტარის გაკეთება ძნელია. როცა არგენტინელები აგებენ, ხანდახან პასუხისმგებლობას გაურბიან და ცდილობენ, წაგება სხვას დააბრალონ. როცა პსჟ-მ ბარსასთან მსაჯის სასაცილო ქცევების შემდეგ 1:6 წააგო, ჩვენი გუნდიდან არავის უთქვამს, რომ თამაში ნაყიდი იყო!” - აღნიშნა 34 წლის ბრაზილიელმა. შეგახსენებთ, რომ ხსენებულ მატჩში, 2017 წელს, მსაჯი დენიზ აითექინი იყო.

ტიაგო სილვამ უპასუხა ყველას, ვინც ბრაზილიის ნაკრების წარმატებას აკრიტიკებს: “ისტორიას პატივი უნდა ვცეთ. მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონები ტყუილად არ ვართ და არცერთი ჩემპიონობა არ იყო მოპარული. ხუთივე ტიტული კარგად თამაშით დავიმსახურეთ.”

კომენტარები

ბოლო ამბები