Thumbnail

არა გოგონებს - ფორმულა 1-მა Grid Girls-ზე უარი თქვა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ფორმულა 1-ის მფლობელებმა ეპოქალური გადაწყვეტილება მიიღეს.
  • ამიერიდან გოგონები პილოტებს სტარტზე აღარ მიაცილებენ.
  • ფორმულა 1-ის ახალი სეზონი 25 მარტს, ავსტრალიაში დაიწყება.

ფორმულა 1 გოგონების გარეშე დარჩა - რბოლების სტარტზე Grid Girls-ის ჭაჭანება აღარ იქნება. ეპოქალური გადაწყვეტილება, რომელიც ფორმულა 1-ის ახალმა მფლობელებმა მიიღეს, უკვე 2018 წლიდან ამოქმედდება.

Grid Girls ფორმულა 1-ის განუყოფელი ნაწილი 1960-იანი წლებიდან იყო

“მართალია, Grid Girls ფორმულა 1-ის გრან-პრის შემადგენელი ნაწილი ათწლეულების განმავლობში იყო, მაგრამ ჩვენი აზრით, ეს ტრადიცია არ შეესაბამება ჩვენს ხედვას ბრენდის ფასეულობებთან დაკავშირებით და აშკარად ეწინააღმდეგება თანამედროვე სოციალურ ნორმებს. არ ვფიქრობთ, რომ გოგონების მოწვევის პრაქტიკა შეეფერება ფორმულა 1-ს, მის ძველ თუ ახალ გულშემატკივრებს, მთელ მსოფლიოს”, - განაცხადა ფორმულა 1-ის მმართველმა დირექტორმა შონ ბრატჩესმა.

► ფორმულა 1-ის პილოტები: დაგვიტოვეთ გოგონები!

Grid Girls არამარტო ფორმულა 1-ში, გრან-პრის ეგიდით გასამართ სხვა სერიებიდანაც გაქრება. შესაბამისად, გოგონები აღარც ფორმულა 2-სა და GP3-ს დაამშვენებენ.

ფორმულა 1-ის კომერციულ უფლებებს 2016 წლის ბოლოდან ამერიკული კორპორაცია Liberty Media ფლობს.

ახალმა მფლობელებმა ორგანიზაციის სტრუქტურასა და რბოლების მიმდინარეობაში ცვლილებების შეტანა დაიწყეს. მათ შეცვალეს ფორმულა 1-ის ლოგოტიპი, რომელიც 23 წლის განმავლობაში არსებობდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები