Thumbnail
  • გოლდენ სტეიტ უორიორსის ვარსკვლავი კაიერას ბრუკლინ ნეტსში გააგრძელებს 
  • NBA-ს ორგზის ჩემპიონი ბრუკლინში 4 წლის განმავლობაში 164 მილიონს მიიღებს
  • დიდი ალბათობით, 30 წლის ფორვარდი ნეტსს მომავალ სეზონში ვერ დაეხმარება

"ბრუკლინ ნეტსმა" ოფიციალურად გამოაცხადა გოლდენ სტეიტ უორორსის ყოფილი ფორვარდის, კევინ დურანტის დამატების შესახებ. ახალ კლუბში 30 წლის კალათბურთელი 7-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

მანამდე იუწყებოდნენ, რომ კევინი ბრუკლინელებთან 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებდა, ჯამში 164 მილიონი აშშ დოლარის ანაზღაურებით. სავარაუდოდ, კალათბურთელი ნეტსს მომდევნო სეზონში ვერ დაეხმარება, რადგან ტორონტოსთან ფინალური სერიის მეხუთე მატჩში აქილევსის მყესი გაიწყვეტა და ხანგრძლივი მკურნალობა მოუწევს. 

კევინ დურანტი გოლდენ სტეიტში 2016 წლიდან გამოდიოდა. ამ ხნის განმავლობაში ის ორჯერ გახდა NBA-ს ჩემპიონი და ორივეჯერ ფინალური სერიის MVP გახდა.

კევინ დურანტი გოლდენ სტეიტში ზედიზედ ორჯერ გახდა NBA-ს ჩემპიონი

2018/19 წლების რეგულარულ ჩემპიონატში მან 78 მატჩში ითამაშა, საშუალოდ კი 26 ქულას, 6,4 მოხსნას და 5,9 პასს ითვლიდა. უორიორსთან დურანტის კონტრაქტში, 2019/20 წლების სეზონისთვის იყო ოპცია 31,5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით, მაგრამ ფორვარდმა მისი ამოქმედება არ მოინდომა.

კევინ დურანტი "ყველა ვარსკვლავის მატჩის" ათგზის მონაწილეა.

კომენტარები

ბოლო ამბები