Thumbnail

რინერმა მონრეალის გრან პრი მოიგო! ტედი ტრიუმფით დაბრუნდა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • რინერმა 18-თვიანი პაუზის შემდეგ ოქროს მედალი მოიგო
  • ფრანგმა ფინალურ დაპირისპირებაში ჰისაიოში ჰარასავა დაამარცხა

ძიუდოს ლეგენდამ, ტედი რინერმა მონრეალის გრან პრი მოიგო. ფრანგი 18-თვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა. ტედიმ პირველ დაპირისპირებაში ამერიკელ აიაქს ტადეჰარას წუთსა და 8 წამში იპონით სძლია.

📺 ვიდეო: რინერი V ტადეჰარა

ტედი რინერი ტატამს მოგებით დაუბრუნდა 👏

Posted by Silk Sport on კვირა, 07 ივლისი, 2019

მეოთხედფინალურ ბრძოლაში რინერმა რუმინელი ვლადეტ სიმონესკუ ასევე იპონით დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ოლიმპიური ჩემპიონი ლუკაშ კრპალეკი იყო.

📺 ვიდეო: რინერი V სიმონესკუ

რინერმა მონრეალის გრან პრიზე მეორე ბრძოლაც იპონით მოიგო

Posted by Silk Sport on კვირა, 07 ივლისი, 2019

ტედისა და ლუკაშის ორთაბრძოლა დაძაბული გამოდგა. კრპალეკმა მეტოქეს დიდი წინააღმდეგობა გაუწია. რამდენიმე ეპიზოდში რინერს გაუმართლა, მაგრამ ტედიმ ბრძოლა მაინც გდებით მოიგო და ფინალში გავიდა.

📺 ვიდეო: რინერი V კრპალეკი 

ტედი რინერი V ლუკაშ კრპალეკი - ნახევარფინალი მონრეალში

ტედი რინერი V ლუკაშ კრპალეკი - ნახევარფინალი მონრეალში სრული ბრძოლა

Posted by Silk Sport on კვირა, 07 ივლისი, 2019

ფინალიც დაძაბული იყო, თუმცა რინერმა ისევ დამატებით დროში მოიგო და მონრეალის გრან პრიზე ჩემპიონობა იზეიმა. ჯერჯერობით უცნობია, იასპარეზებს თუ არა ტედი ოლიმპიადამდე რომელიმე ტურნირზე.

📺 ვიდეო: რინერი V ჰარასავა

რინერი V ჰარასავა - მონრეალის გრან პრის ფინალი 2019

რინერი V ჰარასავა - მონრეალის გრან პრის ფინალი 2019

Posted by Silk Sport on კვირა, 07 ივლისი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები