Thumbnail

ნაგოია ბაშო | ძალა არ მოსდევს - ტოჩინოშინი შოდაისთანაც დამარცხდა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ქართველი ოძეკის ორი მარცხი სტარტზე
  • გაგამარუმ ელიტაში დაბრუნებისთვის პირველი გამარჯვება მიითვალა

აიჩის პრეფექტურის გიმნაზიუმის "დოლფინს არენაზე" წლის მეოთხე ბაშოს - ნაგოია დიდი სუმოს ტურნირის - მე-2 დღის ორთაბრძოლები გაიმართა.

ბაშოზე დაბრუნებული ოძეკის ტიტულით მონაწილეობს ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე), რომელიც ასპარეზობის მეორე დღეს მე-3 მაეგაშირა შოდაის შეხვდა და იორიკირით დამარცხდა. 

ტოჩინოშინი V შოდაი

ხვალ, სუპერტურნირის მესამე დღეს, ტოჩინოშინი დებიუტანტ კომუსუბი რიუდენს შეხვდება, რომელსაც აქამდე მხოლოდ ერთხელ, 2018 წლის ნოემბრის ბაშოზე დაუპირისპირდა და იორიკირის ილეთით დაამარცხა.

ჯურიოს დივიზიონის მეორე ნომერი გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი) ჯურიოს 1-ელ ნომერ აზუმარიუს შეხვდა იორიკირის ილეთით იოლად დაამარცხა. ქართველი გოლიათის მომდევნო მეტოქე ჯურიოს მე-3 ნომერი იუტაკაიამაა. შეგახსენებთ, რომ გაგამარუს უმაღლეს დივიზიონში დასაბრუნებლად, შესაძლოა, დადებითი ბალანსიც ეყოს. 

გაგამარუ V აზუმარიუ

ნაგოიას ბაშო 7-21 ივლისს "დოლფინს არენაზე" იმართება, ტოჩინოშინი მეექვსე ტურნირს მართავს ჩემპიონის რანგში. 

კომენტარები

ბოლო ამბები