Thumbnail

მეცხრე ჩემპიონობა მარაკანაზე! ბრაზილიამ კოპას ფინალში პერუ დაამარცხა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ბრაზილია 3:1 პერუ
  • 1:0 - ევერტონი (15), 1:1 - გერერო (44/პენ), 2:1 - ჟეზუში (48), 3:1 - რიჩარლისონი (88/პენ)

ბრაზილიაში მიმდინარე კოპა ამერიკა მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა, ტიტეს ბრაზილიამ ფინალში რიკარდო გარეკას პერუ დაამარცხა.

შეხვედრაში ანგარიში ევერტონმა მეთხუთმეტე წუთზე გახსნა, რასაც ტაიმის ბოლოს პაბლო გერერომ ზუსტად შესრულებული თეთმეტმეტრიანით უპასუხა.

თუმცა ბრაზილია გასახდელში ფრით არ დაბრუნებულა, 44-ე წუთზე გერეროს გოლს, რამდენიმე წუთში არტურის კარგი გარღვევის შემდეგ ჟეზუშმა გაიტანა და მასპინძლები დააწინაურა.

ბრაზილია 3:1 პერუ - სელესაო კოპა ამერიკის ჩემპიონია!

ბრაზილია 3:1 პერუ - სელესაო კოპა ამერიკის ჩემპიონია!

Posted by Silk Sport on კვირა, 07 ივლისი, 2019

მეორე ტაიმში პერუ ანგარიშის გათანაბრებას ეცადა, თუმცა უშედეგოდ, 70-ე წუთზე ჟეზუშის გაძევების შემდეგ დარჩენილმა ბრაზილიამ სხვაობის გაზრდა მაინც მოახერხა.

პერუს საჯარიმოში ევერტონი კიევის დინამოს კარლოს სამბრანომ წააქცია, პენალტი რიჩარლისონმა დაარტყა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:1!

საბოლოოდ ბრაზილიამ კოპა ამერიკა მეცხრედ მოიგო. ბრაზილიელებმა კოპას სულ ხუთჯერ უმასპინძლეს და ხუთივე შემთხვევაში ჩემპიონობა 'სელესაომ' იზეიმა.

⚽ ალისონს ბოლოს გოლი ნაკრებში და კლუბში ერთად 4 მაისს ნიკუასლის წინააღმდეგ ჰქონდა გაშვებული.

⚽ ბრაზილიამ კოპა ამერიკა მეცხრედ მოიგო, ხოლო პერუ კოპას ფინალში პირველად დამარცხდა!

⚽ ჟეზუში პირველი ფეხბურთელია კოპას ისტორიაში, რომელმაც ფინალში გაიტანა და შემდეგ მოედნიდან გააძევეს.

⚽ სამართლიანი თამაშისთვის პრიზი მასპინძლ ბრაზილიას გადაეცა.

⚽ ტურნირის საუკეთესო მეკარე ალისონი გახდა.

⚽ კოპას ბომბარდირი ბრაზილიელი ევერტონი გახდა - 3 გოლით.

⚽ ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი, ბრაზილიელთა ვეტერანი კაპიტანი - დანი ალვეში გახდა!

კომენტარები

ბოლო ამბები