Thumbnail

დაბრუნება 18 თვის შემდეგ - რინერმა ბრძოლა იპონით მოიგო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ტედი რინერი მონრეალის გრან პრიზე დაბრუნდა
  • ფრანგმა ძიუდოისტმა პირველ შეხვედრაში ამერიკელი ტადეჰარა დაამარცხა

მსოფლიოს ათგზისა და ევროპის ხუთგზის ჩემპიონი, ტედი რინერი ტატამზე დაბრუნდა და მონრეალის გრან პრიზე პირველი შეხვედრა იპონით მოიგო. მან ამერიკელი აიაქს ტადეჰარა წუთსა და 8 წამში იპონით დაამარცხა.

რინერმა მეტოქეს ჯერ შიდო მიაღებინა და შემდეგ გდება მარტივად შეასრულა. ტედი ტატამს 18-თვიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. ბოლოს მან მაროკოს პრინცის მიერ ორგანიზებულ ტურნირზე იჭიდავა, სადაც მეათედ შეძლო მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვება.

ტედი რინერი ტატამს მოგებით დაუბრუნდა 👏

Posted by Silk Sport on კვირა, 07 ივლისი, 2019

რინერმა მონრეალის გრან პრიზე მეორე ბრძოლაც იპონით მოიგო. მან რუმინელ ვლადეტ რუმინესკუს იპონით სძლია და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ლუკაშ კრპალეკს შეხვდება.

რინერმა მონრეალის გრან პრიზე მეორე ბრძოლაც იპონით მოიგო

Posted by Silk Sport on კვირა, 07 ივლისი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები