Thumbnail

ნეიმარი და კრიშტიანო რონალდო რინგზე - ამას ყოველდღე ვერ ნახავთ

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

ასეთი სცენარი ‘რეალობად’ მხოლოდ სარეკლამო რგოლში შეიძლებოდა ქცეულიყო და აი, ისიც: ტელეკომუნიკაციების პორტუგალიურმა კომპანიამ ფეხბურთის სუპერვარსკვლავები, ნეიმარი და კრიშტიანო რონალდო კრივის რინგზე აიყვანა და ერთმანეთს დაუპირისპირა.

მართალია, პარი სენ-ჟერმენისა და იუვენტუსის სუპერვარსკვლავებმა რინგზე ბევრი არაფერი გააკეთეს, მაგრამ მუშტები ერთი-ორჯერ მართლა მოიქნიეს და ამაში ბევრი ფულიც აიღეს.

კრიშტიანო რონალდო ახლა შვებულებაშია. ისვენებს ნეიმარიც - ოღონდ, მას ტრავმა აქვს. საერთოდ, 27 წლის ბრაზილიელის მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია. მას ბარსელონაში დაბრუნება სურს, მაგრამ კატალონიური გრანდის შეფები აიგნორებენ.

გამოკითხვა

ვინ სად წავა სატრანსფერო პერიოდში?

  • დავიდ დე ხეა პსჟ-ში
  • ლეროი სანე ბაიერნში
  • პოლ პოგბა იუვენტუსში
  • რომელუ ლუკაკუ ინტერში
  • ჰენრიხ მხითარიანი ჩინეთში
  • ფილიპე კოუტინიო ჩელსიში
  • ალექსანდრ ლაკაზეტი ბასელონაში
  • კრისტიან ერიკსენი რეალ მადრიდში

კომენტარები

ბოლო ამბები