Thumbnail

მოურინიოს უარი ჩინურ გუნდს - ჟოზეს რეკორდულ თანხას სთავაზობდნენ

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ჟოზე მოურინიომ გუანჯოუ ევერგრანდს უარი უთხრა
  • პორტუგალიელს სურს, რომ ევროპის რომელიმე გრანდში იმუშაოს

რამდენიმე დღის წინ გაირკვა, რომ ჩინურ დალიან იფანში ესპანელი მწვრთნელი რაფაელ ბენიტესი დაინიშნებოდა. SKY SPORTS-ის ინფორმაციით, არსებობდა იმის დიდი შანსი, რომ ჟოზე მოურინიოსაც ჩინეთში ემუშავა.

პორტუგალიელ მწვრთნელს გუანჯოუ ევერგრანდი ეპატიჟებოდა, რომლის ხელმძღვანელებიც ჟოზეს აპრილში შეხვდნენ და სამსახური შესთავაზეს. მოურინიოს ევერგრანდის ჯგუფის წარმომადგენელმა სუ ძიაიანმა 100 მილიონი ევრო შესთავაზა, თუმცა ჟოზესგან უარი მიიღო.

მას სამწლიან კონტრაქტს სთავაზობდნენ. ხელფასის სახით 28 მილიონ ევროს წელიწადში და პლუს ბონუსებს. გარდა ევერგრანდის მწვრთნელობისა, მას ჩინეთის ნაკრებში დანიშვნაც შესთავაზეს მარჩელო ლიპის შემცვლელად, რაზეც ასევე უარი განაცხადა. ჟოზეს კარიერის გაგრძელება რომელიმე ევროპულ გრანდში სურს.

გამოკითხვა

ვინ სად წავა სატრანსფერო პერიოდში?

  • დავიდ დე ხეა პსჟ-ში
  • ლეროი სანე ბაიერნში
  • პოლ პოგბა იუვენტუსში
  • რომელუ ლუკაკუ ინტერში
  • ჰენრიხ მხითარიანი ჩინეთში
  • ფილიპე კოუტინიო ჩელსიში
  • ალექსანდრ ლაკაზეტი ბასელონაში
  • კრისტიან ერიკსენი რეალ მადრიდში

კომენტარები

ბოლო ამბები