Thumbnail

'მსოფლიო დონის მოთამაშედ ვაქცევ' - ლამპარდმა ჰადსონ-ოდოიზე ისაუბრა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ჰადსონ-ოდოით მიუნხენის ბაიერნია დაინტერესებული
  • ლამპარდს სურს, რომ ახალგაზრდა ინგლისელი გუნდში დარჩეს...

ფრენკ ლამპარდს ჩელსიში რთული პერიოდი ელის, კლუბს ფიფას სატრანსფერო აქტივობა აუკრძალა და ახალი მთავარი მწვრთნელი ცდილობს არსებული კადრები შეინარჩუნოს.

ერთ-ერთი ასეთი კადრი 18 წლის უნიჭიერესი კალუმ ჰადსონ-ოდოია, უკვე ინგლისის ნაკრების წევრი, რომლის გადაბირება ზამთარში მიუნხენის ბაიერნს სურს.

მაურიციო სარის ხელში ცოტა სათამაშო დროის გამო, ჰადსონ-ოდოიც მიუნხენში წასვლით იყო დაინტერესბეული, თუმცა ლამპარდის გამოჩენის შემდეგ მიდგომები იცვლება.

"ძალიან მინდა, რომ დარჩეს, უნიჭიერესი ბიჭია და შევეცდები მსოფლიო დონის ვარსკვლავად ვაქციო" - ამბობს ლამპარდი. "მე მის ასაკში იმის ნახევარი ნიჭიც არ მქონდა, რაც კალუმს აქვს."

"ჩემ გუნდში მნიშნველოვანი ფიგურა იქნება და იმედი მაქვს, რომ დარჩება. შეკრების დროს დაველაპარაკები და სამომავლო გეგმებს დეტალურად გვაცნობ."

კომენტარები

ბოლო ამბები