Thumbnail

იმედის ფსონი | ბრაზილია პერუს 1,5-ზე მეტს გაუტანს! ჰოლანდიის გოლს 1,8 აქვს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ლევან სალუქვაძის საავტორო, ინტერაქტიულ-საქველმოქმედო გადაცემა "იმედის ფსონის" 7 ივლისის გამოშვებაში, ტრადიციულად, 3 ბილეთი შეიქმნა.

აღსანიშნავია, რომ წინა, 6 ივლისის გადაცემაში, სამიდან ორი ბილეთი ძალიან ახლოს იყო მოგებასთან - ლევან სალუქვაძემ და გადაცემის სტუმარმა გიგა გვენცაძემ მხოლოდ თითო შედეგი ვერ გამოიცნეს.

გადაცემის ავტორმა და წამყვანმა ამჯერად 4-მატჩიანი ბილეთი შეადგინა, რომლის ჯამური კოეფიციენტი, ევროპაბეთის მიხედვით, 11,2 გახლავთ. 

ლევან სალუქვაძე (გადაცემის ავტორი და წამყვანი)

‘ჩემი ბილეთი მსოფლიოს ქალთა საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალით იწყება - ვფიქრობ, ჰოლანდია ერთ ბურთს მაინც გაუტანს აშშ-ს. ამ პოზიციაზე კოეფიციენტი არის 1,8. ეს არის ფინალი და ვინც არ უნდა გავიდეს, ეკუთვნის, რომ მის გოლზე დადო. ესპანეთი V საფრანგეთიც ფინალია და ველოდებით ბრძოლას. 8 ქულა არ უნდა წააგოს საფრანგეთმა.

ფერენცვაროშისა და ლუდოგორეცის მატჩში მასპინძლების გამარჯვებას ვფიქრობ. ცრვენა ზვეზდამ კი, სედუვა სტუმრად უნდა დაამარცხოს.”

დღეს გადაცემის სტუმარი პროგნოზისტი “გიორგი სიტი” იყო, რომელმაც 5-მატჩიანი ბილეთი შეადგინა - ევროპაბეთის მიხედვით, კოეფიციენტით 8.6.

მაყურებლის ბილეთი 6 პოზიციისგან შედგება და მისი ჯამური კოეფიციენტი ევროპაბეთის მიხედვით, 14.0 გახლავთ.

კომენტარები

ბოლო ამბები