Thumbnail
  • პოლ პოგბას ტრანსფერი, შესაძლოა, ამ დღეებში განხორციელდეს
  • რეალი მანჩესტერ იუნაიტედს 80 მილიონთან ერთად ვარსკვლავს სთავაზობს

მომავალ კვირაში, შესაძლოა, ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ტრანსფერი განხორციელდეს. ყველამ იცის, რომ მსოფლიოს ჩემპიონი პოლ პოგბა თავის მომავალს მანჩესტერ იუნაიტედში ვეღარ ხედავს და კლუბის გამოცვლა სურს. მის ხელში ჩასაგდებად მადრიდის რეალი და ტურინის იუვენტუსი იბრძვიან. როგორც ჩანს, იუნაიტედს რეალმა უფრო შთამბეჭდავი შეთავაზება მოუმზადა.

პარასკევს, პოგბას აგენტმა მინო რაიოლამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ფრანგ ნახევარმცველს იუნაიტედიდან წასვლა სურს: “უკვე ყველამ იცის, რომ პოლს კლუბის გამოცვლა უნდა. ტრანსფერზე ვმუშაობთ. მინდა გითხრათ, რომ იუნაიტედში აბსოლუტურად ყველა საქმის კურსშია - ფეხბურთელებიც, მფლობელიც და სხვა შეფებიც,” - განაცხადა რაიოლამ.

პოლ პოგბას იუნაიტედში დარჩენა არ სურს

მისი განცხადებიდან მალევე, ‘მანჩესტერ ივნინგ ნიუსმა’ დაწერა, რომ რეალმა იუნაიტედს ძალიან შთამბეჭდავი წინადადებით მიმართა. ხსენებული გამოცემა წერს, რომ მადრიდული გრანდი მზადაა, მანკუნიანელებს პოგბას სანაცვლოდ 80 მილიონი ევრო გადაუხადოს და პლუს, გარეთ ბეილი, ან ისკო დაუთმოს.

თავად პოგბამ ჯერ კიდევ ივნისში თქვა, რომ წასვლაზე ფიქრობს და ახალი გამოწვევები სურს.

კომენტარები

ბოლო ამბები