Thumbnail

დიდი ჩემპიონის უღიმღამო მატჩი - ჯონსმა ტიტულის დაიცვა მოახერხა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ჯონ ჯონსმა ტიაგო სანტოსი ქულებით დაამარცხა
  • "ნუ მისტვენთ, ძლიერი ბიჭია და დააფასეთ" - ამბობს ჯონსი

UFC-ის ცოცხალმა ლეგენდამ - ჯონ ჯონსმა ლას ვეგასში მსუბუქი-მძიმე წონის ქამარი დაიცვა. ამერიკელმა 5 რაუნდიან ბრძოლაში ბრაზილიელი ყოფილი სამხედრო ტიაგო სანტოსი დაამარცხა.

ჯონსმა ბრძოლა ბევრისთვის უცნაურად წარმართა, მატჩის შემდეგ გაკვირვებულმა ჯო როგანმა ჰკითხა "რატომ არ იჭიდავე?" - რასაც ჯონსმა უპასუხა, რომ ამის აუცილებლობა ვერ დაინახა.

მუაი ტაის სტილში წაყვანილი ჩხუბი ჯონსმა ქულებით მოიგო "არ დაგავიწყდეთ, სანტოსი მუაი ტაიში შავი ქამრის მფლობელია, ორმაგად სასიხარულოა, რომ ამ პირობებშიც კი გავიმარჯვე" - ამბობს ჯონსი.

ბრძოლის შემდეგ შთაბეჭდილება დარჩა, თითქოს ჯონსმა სანტოსის დამარცხება მისავე მოედანზე მოინდომა და გამოუვიდა კიდეც, მან ეს მისი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იარაღის - ჭიდაობის გარეშე მოახერხა.

კომენტარები

ბოლო ამბები