Thumbnail
  • არსენალში მესუთ იოზილს მუდმივად აკრიტიკებენ
  • გავრცელებული ინფორმაციით, იოზილი, შესაძლოა, თურქეთში გადავიდეს

დიდი შანსია, რომ 2018/2019 წლების სეზონი მესუთ იოზილისთვის არსენალი უკანასკნელი იყოს. როგორც ჩანს, ლონდონური კლუბის მთავარი მწვრთნელი უნაი ემერი მომდევნო სეზონს გერმანიის ნაკრების ყოფილი გამთამაშებლის გარეშე გეგმავს. გასულ სეზონში 30 წლის იოზილს მუდმივად აკრიტიკებდნენ და ცხადი იყო, რომ ემერი ზაფხულში მის გაყიდვაზე იფიქრებდა, მაგრამ მესუთის გადაბირება არცერთ ტოპ-კლუბს არ სურს.

ახლა კი თურქული სპორტული გამოცემა Fotomac წერს, რომ იოზილის შეძენა თურქეთის 19-გზის ჩემპიონს, ფენერბაჰჩეს სურს. უფრო მეტიც: ჩვენი თურქი კოლეგების ცნობით, ტრანსფერი ძალიან რეალურია!

კლუბის პრეზიდენტი ალი კოჩი უკვე ეძებს სპონსორს, რომელიც იოზილის ტრანსფერის განხორციელებაში ფინანსურად დაეხმარება. თურქები წერენ, რომ ფენერი მესუთის არენდით აყვანას განიხილავს, მაგრამ გუნდს მაინც დასჭირდება ბევრი ფული, რადგან იოზილი წელიწადში 18 მილიონამდე ევროს ითხოვს. შესაძლოა, არსენალი იმაზეც თანახმა იყოს, რომ მესუთი ფენერბაჰჩეს ათხოვოს და ხელფასის ნაწილი უხადოს.

📋 მეტი ამ თემაზე: 

Fotomac-ის ამ სტატიის შემდეგ, სოციალურ ქსელებში იოზილის გვერდებს ფენერის უამრავი ფანი მიაწყდა. ისინი მესუთს ფენერბაჰჩეში გადასვლას ეხვეწებიან. თუ იოზილი ფენერში მართლაც გადავა, გერმანიის ნაკრების მეორე ექს-ფეხბურთელი იქნება, რომელიც ამ თურქულ გრანდში ითამაშებს. შეგახსენებთ, რომ ფენერმა ცოტა ხნის წინ გერმანელი თავდამსხმელი მაქს კრუზე გადაიბირა. აღსანიშნავია, რომ ფენერბაჰჩე ევროტურნირებზე არ თამაშობს.

კომენტარები

ბოლო ამბები