Thumbnail

დემარკუს კაზინსი ლეიკერსში ითამაშებს! ლებრონის საჩემპიონო ხუთეული

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ლეიკერსმა დემარკუს კაზინსი ერთი წლით დაიმატა
  • კალიფორნიულმა კლუბმა რაჟენ რონდოს 2-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა

გოლდენ სტეიტის ყოფილი კალათბურთელი, დემარკუს კაზინსი ლეიკერსში ითამაშებს. მან კლუბთან ერთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

NBA-ს ინსაიდერის, ადრიან ვოინაროვსკის ინფორმაციით, კაზინსის დამატება მაიამის სურდა, თუმცა ლეიკერსში გადასვლაში ის ენტონი დევისმა დაარწმუნა.

რაჟენ რონდო თავისუფალი აგენტი იყო და ლეიკერსმა მას 2-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა. რონდომ გასულ სეზონში ლეიკერსში 46 მატჩი ჩაატარა - ის საშუალოდ 9,2 ქულასა და 8 გადაცემას აგროვებდა.

ლეიკერსს შეუერთდა დენი გრინიც. ტორონტოს ყოფილი კალათბურთელი გუნდში 2 წლით დარჩება და ამ დროში 30 მილიონ დოლარს მიიღებს.

ლებრონი საჩემპიონო გუნდს ქმნის, თუმცა მას ძლიერი კონკურენტებიც ჰყავს. სავარაუდოდ, ლეიკერსის სასტარტო, 'საჩემპიონო ხუთეული' მომდევნო სეზონისთვის ასე გამოიყურება: ლებრონ ჯეიმსი, ენტონი დევისი, დემარკუს კაზინსი, კაილ კუზმა და რაჟენ რონდო.
 

კომენტარები

ბოლო ამბები