Thumbnail
  • ეგვიპტე 0:1 სამხრეთ აფრიკა
  • ნიგერია 3:2 კამერუნი

ეგვიპტეში მიმდინარე აფრიკულ თასს მასპინძელი ეგვიპტე გამოეთიშა. მათ სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან მატჩი 0:1 დათმეს.

სტუმრებმა შეხვედრა 85-ე წუთზე გატანილი გოლით მოიგეს. ტემბინკოსი ლორჩმა აფრიკის თასზე პირველი მატჩი ჩაატარა და პირველივე შეხვედრაში უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა, რომლითაც სამხრეთ აფრიკა მეოთხედფინალში გავიდა და სალაჰი ტურნირს მიღმა დატოვა.

სამხრეთაფრიკელთა მეტოქე ნიგერია იქნება, რომელმაც კამერუნი უმძიმეს ბრძოლაში 3:2 დაამარცხა და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა. ნიგერიელები ოდიონ იგალოს გოლი იგებდნენ, რის შემდეგაც 2 გოლი გაუშვეს, თუმცა ნიგერიამ მეტოქეს კიდევ 2-ჯერ გაუტანა და მომდევნო ეტაპზეც გავიდა.

კომენტარები

ბოლო ამბები