- ნაგოია ბაშო - 7-21 ივლისი
- ტოჩინოშინის მე-6 ბაშო ოძეკის რანგში
აიჩის პრეფექტურის გიმნაზიუმის "დოლფინს არენაზე" წლის მეოთხე ბაშო - ნაგოია დიდი სუმოს ტურნირი - დაიწყო. ბაშოზე დაბრუნებული ოძეკის ტიტულით მონაწილეობს ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე), რომელიც ასპარეზობის პირველ დღეს მე-2 მაეგაშირა შოტა ენდოს დაუპირისპირდა.
ტაჩიაის შემდეგ ქართველი სუმოისტი შეტევაზე გადავიდა, მაგრამ ენდომ მარჯვენა ხელით უვატედაშინაგე შეასრულა. ქართველმა ოძეკიმ უხერხულ მეტოქესთან წაგებით დაიწყო ივლისის ბაშო.
ტოჩინოშინი V ენდო
ივლისის ბაშოს მე-2 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მე-3 მაეგაშირა შოდაი იქნება. ურთიერთშეხვედრებში ქართველი იაპონელთან 6:7-ს აგებს.
ჯურიოს დივიზიონის მე-2 ნომერი გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი) იშიურას შეხვდა და კატასუკაშის ილეთით დამარცხდა. გაგამარუს შემდეგი მეტოქე ჯურიოს პირველი ნომერი აზუმარიუ იქნება.
გაგამარუ V იშიურა
ნაგოიას ბაშო 7-21 ივლისს "დოლფინს არენაზე" იმართება, ტოჩინოშინი მეექვსე ტურნირს მართავს ჩემპიონის რანგში.
კომენტარები