Thumbnail

'ამ კორუფციაში მონაწილეობას არ მივიღებ' - ლეო მესიმ მედალზე უარი განაცხადა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ძალიან გაბრაზებული მესი
  • არგენტინელი სუპერვარსკვლავის შეთქმულების თეორია

კოპა ამერიკის მე-3 ადგილისთვის მატჩი, რომელიც არგენტინის ნაკრებმა ჩილეს 2:1 მოუგო, სკანდალური გამოდგა. 37-ე წუთზე ორი კაპიტნის დაპირისპირებას, მათი გაძევება მოყვა, პარაგვაელმა არბიტრმა მოედნიდან არგენტინელი ლიონელ მესი და ჩილელი გარი მედელი გააძევა.

მატჩის შემდეგ ლეო, რომელმაც კარიერაში მხოლოდ მეორე წითელი ბარათი მიიღო, ძალიან გაბრაზებული იყო, ის მედლების მიღების ცერემონიალზე არ გამოცხადდა:

გაძევება

მედელი სულ ასე ზღვარზე თამაშობს. ორივესთვის ყვითელი ბარათი ამ ისტორიას იქვე დაასრულებდა, მაგრამ არა... შესაძლოა, ამის მიზეზი ის არის, რაც მე ამას წინათ ვილაპარაკე. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ გუნდმა ტურნირი კარგად დაასრულა. შესაძლოა, ეს ყველაფერი "ზევიდან" შეუკვეთეს და ტურნირი გაძევებით ჩემი პირდაპირობისთვის დავასრულე.

მედალი არ აიღო

იმ კორუფციის ნაწილი არ უნდა გავხდეთ, რომელმაც ამ ტურნირზე გვაზარალა. ჩვენ ამ კოპაზე პატივს სათანადოდ არ გვცემდნენ. უფრო მეტის მიღწევა შეგვეძლო, მაგრამ ვინ გაგვიშვა ფინალში.

არგენტინის თამაშის შეფასება

არ არის იოლი წაგებით დაწყებული ტურნირის შემოტრიალება, მაგრამ გუნდში ბევრი დიდი პერსონა თამაშობს. საწყისმა წარუმატებლობებმა უფრო გაგვაძლიერა და ტურნირი პოზიტიურად დავასრულეთ. 

საგოლე პასი აგუეროზე

ისინი ჯარიმას აპროტესტებდნენ და მე მომენტი კარგად შევამჩნიე, შესაძლოა, ეს ჩაეჭრათ, მაგრამ ამჯერად, პასი გავიდა და გოლიც გავიტანეთ. 

ფინალი

კოპა ბრაზილიისთვის მოამზადეს, იმედია, ფინალსაც არ გააფუჭებენ, მსაჯები და VAR და პერუს ბრძოლის შანსს მისცემენ. იმედი მაქვს, მაგრამ არ მჯერა, რომ ამას დაუშვებენ. 

სკალონი

უკეთ ვთამაშობთ, რიტმიც ვიპოვეთ. დეკემბრამდე ის ჩვენთანაა, ეს კი სტაბილურობის შეგრძნებისთვის კარგია. 

კომენტარები

ბოლო ამბები