Thumbnail

უიმბლდონი | ფედერერმა პუის 3 სეტში მოუგო - მომდევნო მეტოქე ბერეტინია

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • როჯერ ფედერერი 7:5, 6:2, 7:6 ლუკას პუი
  • როჯერის მომდევნო მეტოქე მატეო ბერეტინია

უიმბლდონის ღია პირველობის 1/16 ფინალში მსოფლიოს მესამე ჩოგანი როჯერ ფედერერი ფრანგ ლუკას პუის (28) შეხვდა და სამ სეტში დაამარცხა - 7:5, 6:2, 7:6 და მერვედფინალში გავიდა. მატჩი 2 საათსა და 8 წუთს გაგრძელდა.

პუიმ როჯერს წინააღმდეგობა გაუწია, მაგრამ ფედერერმა კლასის ხარჯზე მოახერხა და სამ სეტში შეხვედრა დაასრულა.

როჯერის მომდევნო მეტოქე იტალიელი მატეო ბერეტინია (20), რომელმაც დენის შვარცმანს ხუთსეტიანი თამაში მოუგო. ბერეტინის ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, როჯერის მეტოქე კეი ნიშიკორსა და მიხაილ კუკუშკინს შორის გამარჯვებული იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები