Thumbnail
  • თბილისის დინამოს მიხაილო შიშკა და მათე კვირკვია შეუერთდნენ
  • ორივე მოთამაშემ 6 თვეს + 1 კონტრაქტი გააფორმა

უეფას ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში დინამო თბილისის მეტოქე ანდორის თასის მფლობელი - ენგორდანი იქნება. ანდორელებმა ორმატჩიან დუელში სან მარინოს ლა ფიორიტას 3:1 აჯობეს. ენგორდანმა პირველ მატჩში სტუმრად 1:0 მოიგო, ხოლო საშინაო შეხვედრაში მეტოქე 2:1 დაამარცხა.

პირველი მატჩის გამართვამდე დინამომ 2 ფეხბურთელი დაიმატა - კლუბს მიხაილო შიშკა და მათე კვირკვია შეუერთდნენ. 24 წლის საყრდენი ნახევარმცველი მიხაილო შიშკა დონეცკის შახტარის აღზრდილია, ბოლოს კი ობოლონში გამოდიოდა. შიშკა უკრაინის ასაკობრივი და ახალგაზრდული ნაკრებებების ღირსებას იცავდა.

23 წლის მათე კვირკვია ბოლოს ბათუმის დინამოში გამოდიოდა, მანამდე კი ახალგაზრდა თავდამსხმელი ვიტ ჯორჯიაში, ზესტაფონში, გორის დილაში, ქუთაისის ტორპედოსა და რუსთავში ასპარეზობდა. მათე კვირკვია ასევე საქართველოს 19 და 21 წლამდე ნაკრები გუნდების ღირსებასაც იცავდა. ორივე ფეხბურთელმა თბილისის დინამოსთან 6 თვეს + 1 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

კომენტარები

ბოლო ამბები