Thumbnail

ხარაიშვილის საგოლე გადაცემა და გაფუჭებული თერთმეტმეტრიანი შვედეთში

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • გიოტებორგი 2:1 სუნდსვალი
  • გიორგი ხარაიშვილმა ამ სეზონში თერთმეტმეტრიანი მეორედ ვერ გაიტანა

გიორგი ხარაიშვილის გიოტებორგმა შვედეთის ჩემპიონატის მე-14 ტურში სუნდსვალი 2:1 დაამარცხა და უმაღლეს ლიგაში მე-4 ადგილზე გადაინაცვლა. ქართველის გუნდი 25-ე წუთზე ერიქსონის გოლით დაწინაურდა, ხოლო 44-ე წუთზე კალისირმა ხარაიშვილის გადაცემით გაიტანა - 2:0. გიორგიმ ამ სეზონში მე-4 საგოლე გადაცემა შეასრულა

მატჩის 68-ე წუთზე ხარაიშვილს მეტოქის კარში თერთმეტმეტრიანი დარტყმის შესრულების უფლება მიეცა, რომელიც ქართველმა ფეხბურთელმა ვერ გამოიყენა - მას მეკარემ აჯობა. გიოტებორის შემტევმა ამ სეზონში მეორე თერთმეტმეტრიანი ვერ გაიტანა.

მიუხედავად იმისა, რომ მატჩის ბოლოს მასპინძლებმა გოლი გაუშეს, შეხვედრა მაინც მოიგეს და შვედეთის ჩემპიონატში 25 ქულით მე-4 ადგილზე არიან. ხარაიშვილის გუნდი მომდევნო ტურში სტუმრად, ფალკენბერგის წინააღმდეგ ითამაშებს.

კომენტარები

ბოლო ამბები