Thumbnail

უიმბლდონი | ლონდონში საქართველოს წარმომადგენელი აღარ დარჩა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ოქსანა კალაშნიკოვა/სინუან ჰანი 3:6, 6:3, 0:6 ირინა ბეგუ/მონიკა ნიკულესკუ
  • ოქსანამ კარიერის საუკეთესო შედეგი ვერ გააუმჯობესა

უიმბლდონის ღია პირველობაზე საქართველოს წარმომადგენელი აღარ დარჩა - ქალთა წყვილების 1/16 ფინალში მოთამაშე ოქსანა კალაშნიკოვამ მარცხი განიცადა - ის ჩინელ სინუან ჰანთან ერთად მე-15 ნომრად განთესილ რუმინულ წყვილს სამ სეტს ებრძოლა, მაგრამ საბოლოოდ ირინა ბეგუსა და მონიკა ნიკულესკუსთან 3:6, 6:3, 0:6 დამარცხდა და მერვედფინალში ფავორიტები გავიდნენ. 

შეგახსენებთ, რომ 28 წლის ოქსანა მსოფლიოს 72-ე ჩოგანია წყვილებში, უიმბლდონის 1/16 ფინალში გასვლა მისთვის კარიერის საუკეთესო შედეგის გამეორებაა. 

წლევანდელი უიმბლდონის საპრიზო ფონდი £ 23 500 000-ია.  

კომენტარები

ბოლო ამბები