Thumbnail

წყალბურთი | მოგება რუსეთთან და სოლიდარობა აქციაზე დაშავებულებს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • საქართველო (U15) 13:9 რუსეთი (U15)
  • საქართველოს ნაკრების მომდევნო მეტოქე მალტა იქნება

საქართველოს 15-წლამდე წყალბურთელთა ნაკრებმა, სტამბულში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე, რუს თანატოლებს 13:9 მოუგო და ღირსეული გამარჯვება მოიპოვა. ტურნირზე ქართველების მეორე მეტოქე მალტის ნაკრები იქნება.

გელა ტუკვაძის გაწვრთნილი ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც 21-28 ივლისს ბულგარეთში ჩატარდება.

რუსეთთან გამარჯვების შემდეგ, წყალბურთელებმა ცალ თვალზე ხელი აიფარეს და ფოტო გადაიღეს, რითიც ივნისში თბილისში გამართულ აქციაზე დაზარალებულ მოქალაქეებს სოლიადარობა გამოუცხადეს.

🤽‍♂️🤽‍♂️სტამბულში U 15 ნაკრებმა რუსეთს, 13:9 მოუგოოო!!!!!! 🙌🙌13 🇬🇪 VS 🇷🇺 9 ვულოცავ ჩვენს უმაგრეს ბიჭებს ამ ღირსეულ გამარჯვებას!!!! 💪💪👏 📣დღეს საქართველო 🇬🇪 vs 🇲🇹 Malta წარმატებები!!!! 🙏🙏

Posted by საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაცია/Aquatic Sports Federation on პარასკევი, 05 ივლისი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები