Thumbnail
  • ლოს ანჯელეს კლიპერსი, კავაი ლეონარდის შემდეგ, კიდევ ერთ ვარსკვლავს იმატებს
  • ოკლაჰომა და კლიპერსი შეთანხმდნენ - პოლ ჯორჯი ლოს ანჯელესში გადაბარგდება
  • ეს კავაი ლეონარდის სურვილი იყო

ლოს ანჯელეს კლიპერსი, კავაი ლეონარდის შემდეგ, კიდევ ერთ ვარსკვლავით ძლიერდება. ოკლაჰომა სიტიმ და კლიპერსმა გაცვლა შეათანხმეს, რომლის შედეგად, ფორვარდი პოლ ჯორჯი ლოს ანჯელესში გადაბარგდება. ამის შესახებ ESPN-ის მიმომხილველი ედრიან ვონაროვსკი იუწყება.
   
"ოკლაჰომა სიტი პოლ ჯორჯს ლოს ანჯელეს კლიპერსს დრაფტ-პიკების რეკორდულ რაოდენობაში უცვლის", - წერს ვონაროვსკი ტვიტერში.

ამ ამბავს წინ უსწრებდა ინფორმაცია, რომ ლოს ანჯელეს კლიპერსთან კონტრაქტი შეათანხმა ტორონტოს ყოფილმა ფორარდმა კავაი ლეონარდმა და ამბობენ, რომ სწორედ ის მოითხოვდა ლოსანჯელესური კლუბისგან, მისთვის კიდევ ერთი ვარსკვლავური ფორვარდის შეწყვილებას.

მეტი ამ თემაზე: თანხმობა 142 მილიონზე 4 წელიწადში - კავაი ლეონარდის ახალი კლუბი ცნობილია

იუწყებიან ასევე, რომ სწორედ ლეონარდმა წააქეზა ჯორჯი კლიპერსში გადასვლაზე და ამ უკანასკნელმაც თანდერს გაშვება ამიტომ მოსთხოვა.

კავაი ლეონარდს კლიპერსში გვერდით პოლ ჯორჯის დანახვა სურს

როგორც ირკვევა, თანდერი პოლ ჯორჯის სანაცვლოდ უკანახაზელ შეი გილჯეს-ალეკსანდერს, ფორვარდ დანილო გალინარის, მომავალი დრაფტის 1-ელი რაუნდის ოთხ დაუცველ არჩევანს, 1-ელი რაუნდის ერთ დაცულ არჩევანს და ასევე, კლიპერსთან ორჯერ გაცვლის შესაძლებლობას მიიღებს.

2018/19 წლების სეზონში პოლ ჯორჯი სეზონის MVP-ის ტიტულზე წარდგენილ სამ მოთამაშეს შორის იყო. 28 წლის კალათბურთელი NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის გასულ სეზონში საშუალოდ 28 ქულას, 8,2 მოხსნასა და 4,1 პასს აგროვებდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები