Thumbnail

იმედის ფსონი | მეტი გოლის მოლოდინი არგენტინა-ჩილეს შეხვედრაში

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ლევან სალუქვაძის საავტორო, ინტერაქტიულ-საქველმოქმედო გადაცემა "იმედის ფსონის" 6 ივლისის გამოშვებაში, ტრადიციულად, 3 ბილეთი შეიქმნა.

აღსანიშნავია, რომ წინა, 30 ივნისის გადაცემაში გაიმარჯვა ლევან სალუქვაძის ბილეთმა, რომელიც ოთხი პოციზიისგან შედგებოდა, მისი ჯამური კოეფიციენტი კი, ევროპაბეთის მიხედვით, 19,4 იყო.

გადაცემის ავტორმა და წამყვანმა ამჯერად 5-მატჩიანი ბილეთი შეადგინა, რომლის ჯამური კოეფიციენტი, ევროპაბეთის მიხედვით, 11,7 გახლავთ. 

ლევან სალუქვაძე (გადაცემის ავტორი და წამყვანი)

მგონია, რომ ამ კოპა ამერიკაზე სადღაც უნდა გავიდეს გოლები. მესამე ადგილისთვის მატჩი წესით, ჩილეს და განსაკუთრებით არგენტინას არ უნდა ანაღვლებდეს და ამ უკანასკნელის პირდაპირ მოგებას ვერ ვიღებ, რადგან ასეთი, მესამე ადგილისთვის მატჩების მოგება უფრო ნაკლებად პოპულარულ გუნდებს ეხერხებათ ხოლმე. ვიღებ სამ გოლს ამ თამაშში. 

ბევრ გოლს ველოდებით, ოღონდ ორივეს გატანას - ქალთა ჩემპიონატის მატჩშიც - ინგლისი-შვედეთი.

გიოტებორგს სამი თამაშია, შინ არ მოუგია, იქამდე კი ზედიზედ სამი მოგება ჰქონდა სახლში. არადა, წელს კარგად თამაშობს და ახლა შინ ხვდება სუნდსვალს, რომელიც მე-14 ადგილზე და გასვლაზე მოგება არ აქვს. გიოტებორგმა, რომელიც ხუთეულში ტრიალებს, სადღაც ხომ უნდა გამოასწოროს? თანაც, გიორგი ხარაიშვილს ვქომაგობთ და აქ ერთიანი დავწერე.

კალათბურთში ქალთა გუნდების ნახევარფინალია - ესპანეთი-სერბეთი. თამაში სერბეთშია. კარგი გუნდია ესპანეთი, მაგრამ არც სერბეთია ნაკლები და ვფიქრობ, პლუს 7,5 ასაღებია.

ყველაზე უფრო სანერვიულო ნიგერია-კამერუნის მატჩი მექნება. სხვა თამაში მინდოდა, მაგრამ ბოლოს მაინც ეს ვარჩიე - კამერუნი კარგი გუნდია და იმედია, არ წააგებს. 

დღეს გადაცემის სტუმარი სპორტული ჟურნალისტი გიგა გვენცაძე იყო, რომელმაც 6-მატჩიანი ბილეთი შეადგინა - ევროპაბეთის მიხედვით, კოეფიციენტით 9,8. 

მაყურებლის ბილეთიც 6 პოზიციისგან შედგება და მისი ჯამური კოეფიციენტი ევროპაბეთის მიხედვით, 18,1 გახლავთ.

კომენტარები

ბოლო ამბები