Thumbnail

თანხმობა 142 მილიონზე 4 წელიწადში - კავაი ლეონარდის ახალი კლუბი ცნობილია

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ტორონტოში NBA-ს ჩემპიონობის მოპოვების შემდეგ, კავაი კლუბს იცვლის
  • 28 წლის კალათბურთელმა თანხობა ლოს ანჯელეს კლიპერსს განუცხადა
  • კავაი ლეონარდს კლიპერსში ოკლაჰომას ფორვარდი პოლ ჯორჯიც მიჰყავს

ტორონტო რაპტორსის ყოფილი ფორვარდი კავაი ლეონარდი, რომელიც NBA-ს ჩემპიონობის შემდეგ თავისუფალი აგენტი გახდა, ლოს ანჯელეს კლიპერსს კონტრაქტზე შეუთანხმდა. 

"კავაი ლეონარდი დათანახმდა კლიპერსს გარიგებაზე და თავისუფალი აგენტის სტატუსით მყოფმა ხანგრძლივ მოლოდინს წერტილი დაუსვა", - იუწყება The Athletic.

მეტი ამ თემაზე: კავაი ლეონარდის ევოლუცია - როგორ შეიქმნა შეუჩერებელი მოთამაშე

მედიაში იწერება, რომ ლეონარდის კონტრაქტი კლიპერსთან ოთხწლიანი იქნება, რა დროშიც კალათბურთელი 142 მილიონ აშშ დოლარს გამოიმუშავებს.

კავაიმ და ტორონტომ ფინალურ სერიაში გოლდენ სტეიტს მოუგეს

ლეონარდმა ტორონტო რაპტორსიდან წასვლა იქ გატარებული ერთი და ჩემპიონობის მომტანი სეზონის შემდეგ გადაწყვიტა, რომელშიც საშუალოდ 26,6 ქულასა და 7,3 მოხსნას ითვლიდა. ეს 28 წლის ამერიკელი კალათბურთელის კარიერაში საუკეთესო შედეგია. მიუხედავად ყველაფრისა, კანადური კლუბის წარმომადგენლებმა კავაის დარჩენაზე დაყოლიება ვერაფრით მოახერხეს. 

ასევე იუწყებიან, რომ კავაი ლეონარდმა კლიპერსს კიდევ ერთი ვარსკვლავის, ოკლაჰომას ფორვარდის პოლ ჯორჯის დამატება მოსთხოვა და ეს საკითხიც თითქმის გადაწყვეტილია.

UPDATE: დიდი ტრეიდი: კავაის კლიპერსში პოლ ჯორჯიც მიყვება

კავაი ლეონარდს კლიპერსში გვერდით პოლ ჯორჯის დანახვა სურს

ლეონარდი ტორონტოში გასულ ზაფხულს, სან ანტონიოდან გადავიდა და კლუბს NBA-ს ჩემპიონის ტიტული ისტორიაში პირველად მოაპოვებინა, თავად კი ფინალური სერიის MVP-ის ტიტული მოიპოვა (კარიერაში მეორედ). ფორვარდმა კლუბის ძიების პერიოდში შეხვედრები კლიპერსსა და ლოს ანჯელეს ლეიკერსთან გამართა, მაგრამ საბოლოოდ არჩევანი მაინც პირველის სასარგებლოდ გააკეთა. 

კომენტარები

ბოლო ამბები